13/04/14 სტუ-მ მეთექვსმეტედ მოიგო

საქართველოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეთქევსმეტე თამაში მოიგო სტუ-მ, ხოლო იმედმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა პეგასი.

 

თელაველებს აკლდათ წინადღით ნაბრძოლი ვეტერანები – ანდრიასვილი და გიორგელაშვილი და ერთადერთი, რაც მოახერხეს, მეორე ტაიმში ძალიან არ გაუშვეს წინ ქვეყნის ჩემპიონი. სტუმ პირველი ტაიმი 24:13 მოიგო, მატჩი – 42:29.

იმედი და პეგასი თავიდან თანაბრად თამაშობდნენ. გადამწყვეტი გამოდგა პირველი ტაიმის ის მონაკვეთი, როდესაც ზედიზედ რამდენიმე მოთამაშე გააძევეს, ხოლო იმედმა სხვაობა სწრაფად გაზარდა და ტაიმი 16:10 მოიგო. პეგასმა შესვენების შემდეგ იბრძოლა, დასრულებამდე 5 წუთით ადრე სხვაობა 2 ბურთამდეც შეამცირა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 25:28.

ორშაბათს აღმოსავლეთის ოთხეული ტურს დაასრულებს, ხოლო სამშაბათიდან სენაკში დანარჩენი 4 გუნდი შეიკრიბება.

ფოტო: გიორგი იობაშვილი, იმედი

საქართველოს ჩემპიონატი

13 აპრილი , არენა 2

თელავი სტუ 29:42

თელავი: ა. სამიტაშვილი, ლილუაშვილი – კობახიძე 7, დანელიშვილი 6, მღებრიშვილი 5, გიგაური 4, მაისაშვილი 3, ნ. სვიმონიშვილი 3, ცისკარიშვილი 1, დიდებაშვილი

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი – ორჯონიკიძე 10, გოგოლაძე 7, სიმონია 6, სურმავა 6, გრიშიკაშვილი 5, აბრამიშვილი 4, არსენაშვილი 2, ბერძენიშვილი 1, გოგალაძე 1, სტურუა

პეგასი – იმედი 25:28

პეგასი: ცინცაძე, დ. ნარსია – ცხვარაშვილი 11, ბაძაღუა 4, ოსიყმაშვილი 4, დიხამინჯია 3, გოგავა 2, ზარნაძე 1, აბჟანდაძე, დემეტრაშვილი, ქუთათელაძე, გაწერელია

იმედი: მღებრიშვილი, ხარაიშვილი – იობაშვილი 10, ბეჟანიშვილი 7, ალანია 4, ჩიკვილაძე 3, გიორგაძე 1, აბაშიძე 1, ჯმუხაძე 1, რუსტამოვი 1, ბაინაზიშვილი, მძელური

 

 

მსაჯები: ამირან კომახიძე, ვახტანგ ბერიაშვილი

მდგომარეობა (, , , , , )

სტუ————-16-16-0–0–576-378-32

ბათუმი———14-12-0–2–570-427-24

იმედი———–16-10-0–6–483-518-20

სამტრედია—–14–8-0–6–517-471-16

პეგასი———–16–5-2–9–490-538-12

ჭაბუკები——–14–2-2-10–392-480–6

თელავი———16–2-1-13–425-503–5

ქუთაისი——–14–2-1-11–395-533–5

14 აპრილი , არენა 1

16:00 პეგასი – თელავი

17:30 სტუ – იმედი

დასავლეთის ოთხეული ითამაშებს 15-17 აპრილს სენაკში

პირდაპირი სტრიმინგის ლინკი:

http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

 

Leave a Reply