13/04/14 ვინ გახდება ჩემპიონი, მამული თუ ფოთი?
ორშაბათს გლდანში დაიწყება საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის. აქ მთავარი ალბათ იქნება მამულისა და ფოთის მატჩი. მამული ლიდერობს, მაგრამ ჩემპიონობის შანსი ფოთელებსაც დარჩათ, ოღონდ მათ ექვსივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგონ. მესამე ადგილი გაინაღდა ყვარლის გუნდმა.
ტურნირის შემდეგ საქართველოს გოგონათა ნაკრები გაემგზავრება აზერბაიჯანში, საწვრთნელი სეკრებისა და ტესტ-მატჩებისთვის, ხოლო 15-20 მაისს ითამაშებს თბილისში, ჯემალ ცერცვაძის თასზე.
1998-99. გოგონები. საქართველოს ჩემპიონატი.
დასკვნითი ტური. 14-17 აპრილი, გლდანი
14 აპრილი
13:00 იმედი – ფოთი
14:20 წყალტუბო – მამული
15:40 ქარიშხალა – ფოთი
15 აპრილი
13:00 ქარიშხალა – წყალტუბო
14:20 ფოთი – პეგასი
15:40 იმედი – წყალტუბო
16 აპრილი
13:00 იმედი – წყალტუბო
14:20 ფოთი – ყვარელი
17 აპრილი
13:00 ყვარელი – წყალტუბო
14:20 მამული – ფოთი
16:00 წყალტუბო – ფოთი
მდგომარეობა: მამული – 19 ქულა (10 თამაშიდან), ყვარელი – 15 (10), ფოთი – 10 (6), პეგასი – 10 (10), წყალტუბო – 4 (6), ქარიშხალა – 2 (10), იმედი – 2 (10)