12/11/14 ქუთაისი-სამტრედია, თამაში დასავლეთის ჩემპიონობისთვის

საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ხელბურთელთა შორის ლიდერებმა მორიგი გაარჯვებები მოიპოვეს.

 

სენაკში, დასავლეთი ლიგის პირველობაზე ქუთაისმა 30:16 მოუგო ბათუმის გუნდს, ხოლო სამტრედიამ 45:39 დაამარცხა წყალტუბო და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. დასავლეთის ლიგის გამარჯვებული შეიძლება გაირკვეს ხვალ, ხუთშაბათს: თუ ქუთაისმა სამტრედიას მოუგო, მაშინ პირველობას გაინაღდებს, თუ სამტრედიამ აჯობა ლიდერს, თავად დაწინაურდება და ყველაფერს ბოლო დღე გადაწყვეტს. ხვალ ასევე მნიშვნელოვანი მატჩია ბრინჯაოს პრიზიორის გასარკვევად – ბათუმსა და ზუგდიდს შორის.

თბილისის ლიგაში ქარიშხალამ 38:16 მოუგო შევარდენს, ხოლო პეგასმა – მამულს, 42:25. ქარიშხალა და პეგასი 10-10 ქულით ლიდერობენ. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია – ქარიშხალა-იმედი. იმედს ჯერაც შერჩენილი აქვს თბილისის ჩემპიონობის თეორიული შანსი, თუმცა, ყველაფერი მხოლოდ ბოლო დღეს, პეგას-ქარიშხალას თამაშის შემდეგ გაირკვევა.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 10 საუკეთესო გუნდი ბრძოლას საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს.

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები

დასავლეთის ლიგა. 1014 ნოემბერი, სენაკი

12 ნოემბერი

წყალტუბო-სამტრედია 39:45

ბათუმი-ქუთაისი 16:30

მდგომარეობა: ქუთაისი 10 ქულა (6 თამაშიდან), სამტრედია 9 (6), ბათუმი 7 (7) / ზუგდიდი 6 (6), წყალტუბო 0 (7)

13 ნოემბერი. 15:00 ბათუმი-ზუგდიდი, 16:30 სამტრედია-ქუთაისი

14 ნოემბერი. 15:00 ქუთაისი-წყალტუბო, 16:30 ზუგდიდი-სამტრედია

თბილისის ლიგა. 1014 ნოემბერი, გლდანი

12 ნოემბერი

ქარიშხალა-შევარდენი 38:16

პეგასი-მამული 42:25

მდგომარეობა: ქარიშხალა 10 (6), პეგასი 10 (6), იმედი 8 (6) / მამული 4 (7), შევარდენი 0 (7)

13 ნოემბერი. 15:00 ქარიშხალა-იმედი 16:30 შევარდენი-პეგასი

14 ნოემბერი. 15:00 იმედი-მამული 16:30 პეგასი-ქარიშხალა

აღმოსავლეთი. საბოლოო. გორი 12, კახეთი 8, რუსთავი 4 / ქარელი 0

 

Leave a Reply