11/11/14 ქუთაისელთა პირველი წაგება

საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ხელბურთელთა შორის დღეს ორი მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა.

სენაკში, დასავლეთი ლიგის ტურნირზე პირველად დამარცხდა ლიდერი, ქუთაისის გუნდი, რომელსაც ზუგდიდმა მოუგო – 29:25. ზუგდიდელებს დაემატათ ლიდერი, ნიკა გრიგოლია, რომელმაც პირველი წრე გამოტოვა, დღეს კი 14 გოლით ძალიან დაეხმარა თავის გუნდს. ქუთაისი პირველ ადგილზე დარჩა, ზუგდიდი კი მეოთხეზე, მაგრამ უკვე 6 ქულა აქვს და საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსიც შერჩა და საუკეთესო ათეულში შესვლისაც, რადგანაც საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას, რეგიონების პრიზიორთა გარდა, საუკეთესო მეოთხე ადგილიც აგრძელებს.

მეორე მატჩში აჭარის გუნდმა მოუგო წყალტუბოს – 32:23. დასავლეთში ჯერ ყველაფერი წინაა – ჩემპიონობის შანსი ხუთიდან 4 გუნდს დარჩა. საბოლოო ვითარება ბოლო სამი დღის მატჩებში გაირკვევა.

თბილისში მამულმა 37:30 დაამარცხა შევარდენი და ბოლო ადგილზე დატოვა, ხოლო მთავარი შეხვედრა ლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს, პეგასსა და იმედს შორის გაიმართა. პეგასმა რევანში აიღო პირველ წრეში გამარჯვებისთვის, თანაც, საკმაოდ დიდი სხვაობით – 34:23. აქ, ჯერ არა გამორიცხული, სამმა გუნდმა – იმედმა, პეგასმა და ქარიშხალამ თანაბარი ქულები დააგროვოს, ისევე, როგორც პირველ წრეში, მაგრამ იმედის საჩემპიონო შანსები უკვე მცირეა, რადგანაც ურთიერთშეხვედრებში გუნდს ბურთების საკმაოდ ცუდი სხვაობა აქვს.

თბილისისა და დასავლეთის ლიგების ჩემპიონები პარასკევს გამოვლინდება.

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები

დასავლეთის ლიგა. 1014 ნოემბერი, სენაკი

11 ნოემბერი

ქუთაისი – ზუგდიდი 25:29

წყალტუბო – ბათუმი 23:32

მდგომარეობა: ქუთაისი 8 ქულა (5 თამაშიდან), სამტრედია 7 (5), ბათუმი 7 (6) / ზუგდიდი 6 (6), წყალტუბო 0 (6)

12 ნოემბერი. 15:00 წყალტუბო-სამტრედია, 16:30 ბათუმი-ქუთაისი

თბილისის ლიგა. 1014 ნოემბერი, გლდანი

11 ნოემბერი

მამული-შევარდენი 37:30

მამ: დავითაშვილი – შევჩენკო 11, კორაშვილი 9, სხვიტარიძე 6, თოდუა 5, წულიაშვილი 5, ტალახაძე 1

შევ: თვალიაშვილი – მიჩილაშვილი 8,ზაალიშვილი 7, ბაზანოვი 7, თიგიშვილი 5, ბულია 3, ინანიშვილი

იმედი-პეგასი 23:34

იმ: ხარაიშვილი, როკაშვილი – იობაშვილი 9, ბაინაზიშვილი 3, ჰუსეინოვი 3, მიქავა 2, მელაშვილი 2, რუსტამოვი 1, გოგუა 1, თურქაძე 1, დვალიძე 1, აქტუსი, გიორგაძე

პეგ: ზურაბიშვილი, მჭედლიძე – ცხოვრებაძე 11, ზარნაძე 8, მაისურაძე 4, ნაზღაიძე 3, გაწერელია 3, ბაჯალაძე 3, კაჭკაჭაშვილი 2, ვიბლიანი, ლაპიაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული, გია წივწივაძე

მდგომარეობა: ქარიშხალა 8 (5), პეგასი 8 (5), იმედი 8 (6) / მამული 4 (6), შევარდენი 0 (6)

12 ნოემბერი. 15:00 ქარიშხალა-შევარდენი 16:30 პეგასი-მამული

ფოტო: პეგასის მწვრთნელი ტიტე კალანდაძე

Leave a Reply