ukr

12/03/15 სამი ფინალისტი უკვე გამოვლინდა

საქართველოს ჩემპიონატზე 2000-01 წლებში დაბადებულ ხელბურთელთა შორის უკვე გამოვლინდა ფინალური ექვსეულის 3 მონაწილე – პეგასი, რუსთავი და სამტრედია.

სენსაცია მოხდა თბილისის ლიგაში, სადაც შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, გორის გუნდი 20-21 დამარცხდა რუსთავთან. რუსთაველებმა, შვიდბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს და ექვსეულში გასვლა ნაადრევად გაინაღდეს, ისევე, როგორც, შარშანდელმა ჩემპიონმა, პეგასმა.

სენაკში, დასავლეთის ტურნირზე სამიდან სამი თამაში მოიგო სამტრედიამ, ხოლო მეორე საგზურისთვის ხვალ, ბოლო დღეს, იბრძოლებენ წყალტუბო, ფოთი და ქუთაისი.

ხვალვე თელავში დაიწყება აღმოსავლეთის პირველობა, ყველა ფინალისტი კი შაბათს გვეცოდინება.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 2000-01. პირველი ეტაპი

თბილისის ლიგა, 9-13 მარტი, გლდანი

9 მარტი. ქარიშხალა-გორი 16-28, იმედი-რუსთავი 4-31

10 მარტი. რუსთავი-ქარიშხალა 22-19, გორი-პეგასი 30-38

11 მარტი. პეგასი-იმედი 32-2, რუსთავი-გორი 21-20

12 მარტი. პეგასი-რუსთავი 25-18, იმედი-ქარიშხალა 13-16

პეგასი 6 ქულა (3 თამაშიდან), რუსთავი 6 (4) / გორი 2 (3), ქარიშხალა 2 (3), იმედი 0 (3)

13 მარტი. 16:00 გორი-იმედი, 17:00 ქარიშხალა-პეგასი

დასავლეთის ლიგა, 11-13 მარტი, სენაკი

11 მარტი. წყალტუბო-სამტრედია 29-33, ქუთაისი-ფოთი 29-29, წყალტუბო-ბათუმი 29-22

12 მარტი. სამტრედია – ბათუმი 25-18, ფოთი-წყალტუბო 21-30, სამტრედია-ქუთაისი 32-25, ბათუმი-ფოთი 17-24

სამტრედია 6 (3), წყალტუბო 4 (3) / ფოთი 3 (3), ქუთაისი 1 (2), ბათუმი 0 (3)

13 მარტი. 12:00 ბათუმი-ქუთაისი, 13:20 ფოთი-სამტრედია, 14:40 ქუთაისი-წყალტუბო

აღმოსავლეთის ლიგა, 13-14 მარტი, თელავი

13 მარტი. 14:00 თელავი-გურჯაანი 15:15 ყვარელი-ლაგოდეხი

14 მარტი. 11:00 თელავი, ყვარელი 12:15 გურჯაანი-ლაგოდეხი 15:00 ყვარელი-გურჯაანი 16:15 ლაგოდეხი-თელავი

 

Leave a Reply