12/03/15 წაგება ბოლო წუთებზე სლოვენიის ჩემპიონთან

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მეოთხე მატჩი გამართა სლოვენიაში და 27-28 დამარცხდა ქვეყნის საუკეთესო კლუბის, ცელიეს ჩვიდმეტწლამდელ თანატოლთა გუნდთან.

ქართველი ჭაბუკები ლიდერობდნენ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. ცელიე პირველ ტაიმში ერთადერთხელ გავიდა წინ (7-6), შემდეგ ჩვენები 3 ბურთით დაწინაურდნენ, ტაიმი კი 13-12 მოიგეს. მეორე ტაიმში მაქსიმალური სხვაობა 40-ე წუთისთვის დაფიქსირდა, როცა ქართველები 21-16 იყვნენ წინ.  ცელიემ გაათანაბრა 48-ე წუთზე (23-23), ქართველები კიდევ ორჯერ დაწინაურდნენ თითო ბურთით, ბოლოჯერ კი ანგარიში კბილაშვილის დარტყმის შემდეგ გათანაბრდა – 26-26, 53-ე წუთზე.  დარჩენილ 7 წუთში ცელიემ ორჯერ გაიტანა, არსენაშვილმა კი ბოლო წუთზე სხვაობა ერთამდე შეამცირა.

მატჩი ცელიეს მთავარ სარბიელზე, ზლატოროგ არენაზე გაიმართა. ცელიე პივოვარნა ლაშკო სლოვენიის უძლიერესი კლუბია, კაცთა გუნდი კი ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.

საქართველოს ჩვიდმეწტლამდელთა ნაკრებმა სლოვენიაში ორი თამასი მოიგო და ორჯერ დამარცხდა. გუნსი პარასკევ საღმოს გამოემგზავრება საქართველოში.

12 მარტი, ცელიე. ზლატოროგ არენა

ცელიე პივოვარნა ლაშკო (17) – საქართველო (17) 28-27

ცელიე: რკმანი, ლებენი – არიჰი 10, ცვეტკო 9, გრობელნიკი 3, ეზერნიკი 3, ცოკანი 1, ზატერი 1, კოროშეცი 1, კოციანკი, კლინცი, ტრავნერი, შპეგლიჩი, კვარტიჩი

საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – კბილაშვილი 7, ბულბულაშვილი 6, არსენაშვილი 5, იობაშვილი 4, რუსტამოვი 2, ზარნაძე 2, ზაალიშვილი 1, მაისურაძე, მერკვილაძე, გაწერელია, მამულაშვილი, ტიელიძე

ოლიმპიური ნაკრები სლოვენიაში

9 მარტი. სლოვენია (17) – საქართველო (17) 27-20

10 მარტი. სლოვენია (15) – საქართველო (17) 35-38

11 მარტი. სლოვენია (15) – საქართველო (17) 23-33

12 მარტი. ცელიე პივოვარნა ლაშკო (17) – საქართველო (17) 28-27

მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი)

უკანა ხაზი: ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი, 29 გოლი), ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა, 19), ზეზვა იობაშვილი (იმედი, 14), გიგა ზარნაძე (პეგასი, 8), გიორგი ტიელიძე (გორი, 4)

გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (იმედი, 12), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი, 4), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა, 2), ლუკა გაწერელია (პეგასი, 2), ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი. 1)

პივოტები: ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა, 20), ნოდარ მაისურაძე (პეგასი, 3)

მთავარი მწვრთნელი: გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი, ექიმი ანა ხუბულური

Leave a Reply