12/03/15 სლოვენიაში მეორე მატჩიც მოვიგეთ

სლოვენიაში სტუმრად მყოფმა საქართველოს ოლიმპიურმა, ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა მეორედაც დაამარცხა ქვეყნის 15-წლამდელთა გუნდი – 33-23. პარასკევს ჩვენი გუნდი ბოლო მატჩს გამართავს სლოვენიის ყველაზე ძლიერი კლუბის, ცელიეს ჩვიდმეტწლამდელებთან.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 20-27 წააგო სლოვენიელ ჩვიდმეტწლამდელებთან, შემდეგ კი 38-35 დაამარცხა ორი წლით უმცროსები. სლოვენიის ჩვიდმეტწლამდელები თბილისში ივლისში, ოლიმპიურ ფესტივალზე ჩამოვლენ, ამდენად, მათთვის საინტერესო იყო მომავალ მეტოქეებთან მატჩი.

სლოვენიის ფედერაციის ვებგვერდი ასე ეხმაურება ქართველების ვიზიტს და პირველ თამაშს: – „მასპინძლებმა პირველი ტაიმი დიდი უპირატესობით მოიგეს (16-6), მაგრამ მეორე ნახევარში შეცდომებს უმატეს (სულ ნაკრებმა 16 ბურთი დაკარგა), ხოლო ქართველებმა, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდით, ყველა გააკვირვეს და მეორე ნახევარი 14-11 მოიგეს“.

სლოვენიის გუნდი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულია უტრეხტში, 2013 წელს, ხოლო შარშან ჩინეთის ქლაქ ნანძინში მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადაც მოიგო. ეს გააკეთა 1996 წლებში დაბადებულთა გუნდმა, რომლის მწვრთნელი, საშა პრაპოტნიკი ამჯერად 1998 წლებში დაბადებულებს ამზადებს თბილისის ოლიმპიადისთვის. პრაპოტნიკის თანაშემწეს, მარიან პოტოკარს უფრო პატარების გუნდიც აბარია. მასპინძლებმა თავად შემოგვთავაზეს თავიანთ თხუთმეწლამდელებთან თამაში, ძლიერი გუნდი გვყავს და წინააღმდეგობას გაგიწევთო, მაგრამ ორივე თამაში ქართველებმა მოიგეს – 38-35 და 33-23. მარიან პოტოკარმა ორივე თამაშში სხვადასხვა შემადგენლობა გამოიყვანა.

საქართველოს ნაკრები პარასკევს საღამოს მოემგზავრება თბილისში. ქართველების სურვილი იყო, ბოლო დღეს მეხუთე მატჩიც გაემართათ, მაგრამ პარასკევი სასკოლო დღეა და დილის საათებში სათამაშოდ მეტოქე ვერ გამოინახა.

11 მარტი, ცელიე. სლოვენია (15) – საქართველო (17) 23-33

სლოვენია: გლავანი, გლასენჩნიკი – ჰოჩევარი 6, გრობელნიკი 3, ციმერმანი 3, რედეკი 3, იერლანი 2, ეზერნიკი 1, კოშეცი 1, ბუჩარი 1, შიშკო 1, ი. დრობეჟი 1, ჰორჟენი 1, იოვიჩიჩი, ბ. ნოვაკი, სტამიჩი – მწ. პოტოკარი, პოლაკი

საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – რუსტამოვი 8, არსენაშვილი 7, ზარნაძე 5, ბულბულაშვილი 4, კბილაშვილი 3, მაისურაძე 2, ტიელიძე 2, მერკვილაძე 1, მამულაშვილი 1, გაწერელია, ზაალიშვილი – მწ. თურქია, ქობელაშვილი

მსაჯები: ფასდიგა, ტერზეკი

10 მარტი, ცელიე. სლოვენია (15) – საქართველო (17) 35-38

სლოვენია: იურიჩანი, სტრუმა, ლოგარიმაკუცი 7, ვინდიშერი 6, პიპი 5, დებელაკი 3, ესენიჩნიკი 3, მალი 3, ბელეცი 3, ფორტნეტი 2, კუკმანი 1, ვიდმარი 1, პლუტი 1, კუტნარი, ბუჯამწ. პოტოკარი, პოლაკი

საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილიკბილაშვილი 13, იობაშვილი 9, არსენაშვილი 6, ბულბულაშვილი 2, გაწერელია 2, ტიელიძე 2, მერკვილაძე 2, მაისურაძე 1, მამულაშვილი 1, რუსტამოვი, ზარნაძე, ზაალიშვილიმწ. თურქია, ქობელაშვილი

მსაჯები: შებეკი, ოდნერი

9 მარტი, ცელიე. სლოვენია (17) – საქართველო (17) 27-20

სლოვენია: დობაი, დრაგოვანიკოსი 6, მა. კოტარი 4, ოცვირკი 4, დ. ნოვაკი 2, კავჩიჩი 2. გლოგოვშეკი 2, როზმანი 2, ჰრიბშეკი 1, ნ. დრობეჟი 1, დობოვიჩნიკი 1, ალაგიჩი 1, კუნსტი 1, ჰორვატი, მი. კოტარი, ოზმეციმწ. პრაპოტნიკი

საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილიბულბულაშვილი 7, კბილაშვილი 6, რუსტამოვი 2, არსენაშვილი 2, იობაშვილი 1, მერკვილაძე 1, ზარნაძე 1, მაისურაძე, მამულაშვილი, გაწერელია, ტიელიძე, ზაალიშვილიმწ. თურქია, ქობელაშვილი

მსაჯები: ჰუმეკი, შკვარჩი

Leave a Reply