11/12/13 შვიდი გუნდი უკვე პლეიოფშია
ჯგუფური ტურნირის მესამე დღის შემდეგ შვიდმა გუნდმა უკვე გაინაღდა მერვედფინალში გასვლა სერბეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.
საფრანგეთმა მეორე ტაიმში გატეხა ჰოლანდია (23:19) და მონტენეგროსთან ერთად 3 მოგებით ლიდერობს A ჯგუფში.
B ჯგუფში ბრაზილიასთან დამარცხდა მასპინძელი, სერბეთის გუნდი – 23:25. სერბები მთელი თამაში მდევრები იყვნენ და სირენამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრეს კიდეც ანგარიში – 21:21, მაგრამ მეტი ვეღრ მოახერხეს. 5-5 გოლით ბრაზილიის გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ გარემარბი ალესანდრა ნასიმენტო და ინსაიდი ედუარდა ამორიმი. ამავე ჯგუფში 3 მოგება დანიის ნაკრებს აქვს.
C ჯგუფში წაუგებელი მხოლოდ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნორვეგიაა, ხოლო D ჯგუფში – უნგრეთი და გერმანია. გერმანელებმა პრინციპული მატჩი მოუგეს რუმინეთს (26:23), ხოლო ჩეხეთმა დაამარცხა ტუნისი – 28:24 და შესაძლოა, სწორედ ამ მოგების წყალობით მოხვდეს მერვედფინალში.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
10 დეკემბერი
A ჯგუფი
კორეა – დრ კონგო 34:20
მონტენეგრო – დომინიკელთა რესპუბლიკა 33:19
ჰოლანდია – საფრანგეთი 19:23
მონტენეგრო, საფრანგეთი 6, კორეა 4, ჰოლანდია 2 / დომ. რესპ, კონგო 0
B ჯგუფი
ჩინეთი – იაპონია 27:33
ბრაზილია – სერბეთი 25:23
დანია – ალჟირი 38:20
დანია, ბრაზილია 6, სერბეთი 4, იაპონია 2 / ჩინეთი, ალჟირი 0
C ჯგუფი
პოლონეთი – ანგოლა 32:23
ესპანეთი – არგენტინა 25:19
ნორვეგია – პარაგვაი 34:13
ნორვეგია 6, პოლონეთი, ანგოლა, ესპანეთი 4 / არგენტინა, პარაგვაი 0
D ჯგუფი
ჩეხეთი – ტუნისი 28:24
გერმანია – რუმინეთი 26:23
უნგრეთი – ავსტრალია 39:15
უნგრეთი, გერმანია 6, რუმინეთი 4, ჩეხეთი 2 / ტუნისი, ავსტრალია 0
მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი
დღეს
A ჯგუფი. 19:00 დომ. რესპ – კორეა, 21:15 ჰოლანდია – კონგო, 23:30 საფრანგეთი – მონტენეგრო
B ჯგუფი. 18:45 ბრაზილია – იაპონია, 21:00 ალჟირი – ჩინეთი , 23:15 სერბეთი – დანია