10/07/15 სამი მოგება თურქეთში

თურქეთიდან დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური, ჩვიდმეტწლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები, რომელმაც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის წინ 3 მატჩი გამართა და სამივეში დაამარცხა თურქული კლუბის, არტაშენ გენჩლიკის თანატოლთა გუნდი.

ტურნე სპორტული თვალსაზრისით ნაყოფიერი იყო, ხოლო რიზესთან ახლომდებარე, ლაზური ქალაქის ხელბურთელთა სახით გოგონებმა კარგი მეგობრებიც შეიძინეს. საქართველოს ნაკრები მიიღო ქალაქის მერმაც. არტაშენში ხელბურთი სპორტის პირველი სახეობაა და მათი ქალთა გუნდი თურქეთის ჩემპიონატის პრიზიორია.

არტაშენ გენჩლიკი უკვე გვესტუმრა საპასუხო ვიზიტით და 11, 12 და 13 ივლისს კიდევ სამჯერ გვეთამაშება. ეს მატჩები გაიმართება ხელბურთის ახალ არენაზე, რომელიც თბილისი-2015 ფესტივალისთვის აშენდა და ხვალ იქ არენის ნათლობაც შედგება. შაბათს და კვირას დასაწყისი 13 საათზეა. შაბათს მხოლოდ გოგონები ითამაშებენ, ხოლო კვირას და ორშაბათს საქმეში ჭაბუკთა ოლიმპიურ ნაკრებსაც ვნახავთ – ისინი სატესტო თამაშს გამართავენ საქართველოს ცხრამეწტწლამდელთა გუნდთან. ორშაბათს პირველი თამაში 12 საათზე დაიწყება და ამავე დღეს გაიმართება ახალი არენის საზეიმო გახსნაც.

ხელბურთი. გოგონათა ნაკრები თურქეთში

7 ივლისი. საქართველო (17) – არტაშენ გენჩლიკი (17) 30-17

8 ივლისი. საქართველო (17) – არტაშენ გენჩლიკი (17) 20-14

9 ივლისი. საქართველო (17) – არტაშენ გენჩლიკი (17) 24-23

მეკარეები: მარიამ ჩაჩუა (პეგასი), ანა ვარდიშვილი (მამული)

მოთამაშეები: თათია გადელია (ფოთი), ქეთი კუნელაშვილი, თამთა თეთრაშვილი, მარიამ მიხელიძე, თინა ქიტესაშვილი, სოფო იორდანიშვილი (ყვარელი), ნინო გაბისონია, ქრისტინე ღვალაძე, ანა ყველაშვილი (მამული), თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი, მედეა ჩოხელი, მაია ბერიძე (პეგასი)

მთ. მწვრთნელი: გიორგი გვაზავა, მწვრთნელი ინა ჭკუასელი, ექიმი ლევან ლინნიკი

Leave a Reply