10/06/14 ხელბურთი კუს ტბის ქვიშაზე
2013-14 წლების სახელბურთო სეზონი 16-19 ივნისს დასრულდება ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურით, ხოლო იქამდე დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთში.
შეჯიბრება სამ ეტაპად გაიმართება, პირველი ტურნირი, თბილისის ღია პირველობა სამშაბათს დაიწყო და ოთხშაბათს დასრულდება კუს ტბაზე, ივლისში გაიმართება ურეკის თასი, ხოლო სექტემბერში – ბათუმის ღია პირველობა.
ტბაზე შეიკრიბა ქალების სამი გუნდი (პეგასი, მამული, ყვარელი) და ვაჟების ექვსი – რუსთავი, ყვარელი, გორი, პეგასი, ქორები, ლაგუნა. ამ ორ უკანასკნელ გუნდში სხვადასხვა კლუბების მოთამაშეები არიან შეკრებილები, მათ შორის – საქართველოს ნაკრების წევრები, უცხოეთიდან დაბრუნებული რამდენიმე ლეგიონერი და ვეტერანებიც.
შეჯიბრება ერთ წრედ იმართება. ფორმატი ასეთია – იმართება ორი ათწუთიანი სეტი. თუ ორივე გუნდმა თითო სეტი მოიგო, მაშინ გამარჯვებულს გამოავლენს შუთაუტი. პირველი დღის შემდეგ კაცებში დაუმარცხებლად ლიდერობენ ქორები და გორი, ხოლო ქალთა გამარჯვებული ოთხშაბათს გამოვლინდება მამულისა და პეგასის მატჩში.
ურეკსა და ბათუმში ტურნირზე დასავლეთი საქართველოს გუნდებიც ჩაებმებიან. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება სამი ტურნირის ჯამში ნაჩვენები შედეგით,
პლაჟის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.
პირველი ეტაპი – კუს ტბის პირველობა
პირველი დღე
კაცები: ქორები – პეგასი 2-0, ქორები-რუსთავი 2-0, ქორები-ყვარელი 2-0, გორი-რუსთავი 2-0, გორი-ყვარელი 2-1, პეგასი-რუსთავი 2-0, პეგასი-ყვარელი 2-1. მდგომარეობა: ქორები 6 ქულა (3 თამაშიდან), გორი 4 (2), პეეგასი 4 (3), ყვარელი 0/3, რუსთავი 0/3, ლაგუნა 0/0 (ტურნირში ოთხშაბათს ჩაერთვება)
ქალები: მამული – ყვარელი 2-1, პეგასი – ყვარელი 2-1. ოთხშაბათს: მამული – პეგასი