11/06/14 ტბაზე ქორებმა და პეგასმა გაიმარჯვეს

დასრულდა პლაჟის ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი – კუს ტბის პირველობა. ორდღიანი ტურნირი მოიგეს პეგასის ქალთა გუნდმა და ქორებმა. ჩემპიონი გამოვლინდება სამი ეტაპის, თბილისის, ურეკისა და ბათუმის ტურნირების შემდეგ.

 

საპლაჟო ხელბურთი თამაშის გასართობი სახეობაა, რომელიც ხელს უწყობს კლასიკური ხელბურთის უნარ-ჩვევების განვითარებას და ფიზიკურ წრთობასაც. კუს ტბაზე 9 გუნდი შეიკრიბა, მომდევნო ორ ეტაპზე კი საქმეში დანარჩენებიც ჩაერთვებიან.

ქალთ ტურნირზე პეგასმა, სადაც თამაშობდა ფოთის გუნდის ლიდერი თათია გადელიაც, გადამწყვეტ თამაშში ორივე სეტი მოუგო გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონ მამულს. კაცებში გაიმარჯვა სპეციალურად ამ ტურნირისთვის ლევან გელაშვილისა და მიხელ კაპანაძის მიერ შეკრებილმა გუნდმა – ქორებმა, რომელმაც გადამწყვეტ თამაშში დაამარცხა ასევე ქვიშის ხელბურთის გუნდი – ლაგუნა.

მოამაშეთა რიგები საკმაოდ ჭრელი იყო. თამაშობდნენ ყველა ასაკისა და ყველა ნაკრების ხელბურთელები – ეროვნული გუნდის გამთამაშებელი აკაკი ტალახაძე, ვინც ახლახან დაასრულა ირანის ჩემპიონატი; მოედანზე იყო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან გელაშვილი; მესამე ადგილზე გასული გორის გუნდის მწვრთნელი გია მამაცაშვილი უშუალოდ მოედნიდან ხელმძღვანელობდა თავისიანებს; ლაგუნას კარს იცავდა ქვიშის ხელბურთის ვარსკვლავი გაგა სეთურიძე, რომელსაც გოლებიც ბლომად გაჰქონდა და პას-პარაშუტებსაც არიგებდა; გოგონათა ნაკრების მწვრთნელი, წარსულში ქვიშის ხელბურთის დიდოსტატი მაია კარბუნარი და ბათუმის მეკარე გიორგი სამყურაშვილი მსაჯობდნენ, ხოლო სამყურაშვილის მეწყვილე გია წივწივაძე ლიბეროს პოზიციაზე თამაშობდა; ორქულიანი, ტრიალით გოლების გატანაში გამოირჩა ირაკლი კბილაშვილი, ჯამში კი ყველა კმაყოფილი დარჩა. შეთანხმდნენ, რომ ყველა აუცილებლად ითამაშებს ივლისში, ურეკის პირველობაზე.

პლაჟის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.

პირველი ეტაპი – კუს ტბის პირველობა

მეორე დღე

კაცები: ქორები – გორი 2-0, ქორები – ლაგუნა 2-0. გორი – პეგასი 2-0. ლაგუნა – პეგასი 2-0, ყვარელი – რუსთავი 2-1, ლაგუნა – გორი 2-0 ლაგუნა – ყვარელი 2-0, ლაგუნა – რუსთავი 2-0 – 1. ქორები 10 ქულა, 2. ლაგუნა – 8, 3. გორი – 6, 4. პეგასი – 4, 5. ყვარელი – 2, 6. რუსთავი – 0. ქორები: ლევან გელაშვილი (მოთამაშე მწვრთნელი), პაატა აბულაძე, ალექსანდრე გონჩაროვი, ომარ ქუთათელაძე, მეთოდე ჭელიძე, ზურაბ სიმონია, ზურაბ აბრამიშვილი, გიორგი სურმავა, ზურაბ ცინცაძე, თემურ ორჯონიკიძე – მწ. მიხეილ კაპანაძე

ქალები: პეგასი – მამული 2-0. 1. პეგასი – 4, 2. მამული – 2, 3. ყვარელი 0. პეგასი: ლელა მორჩაძე, მედეა ჩოხელი, თამარ ჩოგოვაძე, კესო შოშიტაშვილი, თინათინ ყაველაშვილი, ანა ქებაძე, ნინო კეკუტია, თათია გადელია, ქეთევან ვენეცკი – მწ. ნინო წივწივაძე

 

Leave a Reply