10/03/15 ჩემპიონმა ვერცხლის პრიზიორი დაამარცხა

გლდანში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი უმცროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის. დღეს შარშანდელმა ჩემპიონმა თბილისის პეგასმა 38-30 დაამარცხა ვერცხლის პრიზიორი, გორის გუნდი.

გორელებმა პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გასწიეს (15-18), მაგრამ შესვენების შემდეგ პეგასმა ზედიზედ 7 გოლი გაიტანა და გამარჯვებულის ვინაობაც აქ გაირკვა.

თბილისის ლიგას ჯერჯერობით 2 მოგებით რუსთვის გუნდი ლიდერობს, თუმცა მათ წინა აქვთ თამაში გორთანაც და პეგასთანაც.

ოთხშაბათს სენაკში იწყება დასავლეთის ლიგა – ფოთის, ბაუმის, წყალტუბოს, ქუთაისის, ზუგდიდისა და სამტრედიის მონაწილეობით, ხოლო პარასკევსა და შაბათს თელავში ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი და თელავი აღმოსავლეთის ჩემპიონობისთვის ითამაშებენ.

სამივე ლიგის 2-2 საუკეთესო გუნდი ფინალურ ექვსეულს შექმნის და საქართველოს ჩემპიონს გამოავლენს.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 2000-01. პირველი ეტაპი

თბილისის ლიგა, 9-13 მარტი, გლდანი

9 მარტი. ქარიშხალაგორი 16-28, იმედირუსთავი 4-31

10 მარტი. რუსთავიქარიშხალა 22-19

გორიპეგასი 30-38

გორი: გლუნჩაძე, ჯაფარიძე – ნიაზაშვილი 9, გახოკიძე 9, გუდურაშვილი 7, ტარუაშცილი 2, ლურსმანაშვილი 2, ოქროპირიძე 1, მურადაშვილი – მწ. გ. მამაცაშვილი

პეგ: დიხამინჯია, ცხადაძე – ქათამაძე 9, კუხალაშვილი 7, ცხოვრებაძე 7, კალანდაძე 6, კაჭკაჭაშვილი 5, ლაპიაშვილი 4, კახოშვილი, ნ. კევლიშვილი, პატაშური, სანიკიძე

მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი

11 მარტი. 16:00 პეგასიიმედი, 17:00 რუსთავიგორი
12 მარტი. 16:00 პეგასი-რუსთავი, 17:00 იმედი-ქარიშხალა
13 მარტი. 16:00 გორი-იმედი, 17:00 ქარიშხალა-პეგასი

დასავლეთის ლიგა, 11-14 მარტი, სენაკი
11 მარტი. 13:30 წყალტუბო-ბათუმი, 14:45 ქუთაისი-სამტრედია 16:00 ფოთი-ზუგდიდი 
12 მარტი. 12:00 ზუგდიდი-ქუთაისი, 13:20 ბათუმი-ფოთი, 14:40 წყალტუბო-ქუთაისი, 16:00 სამტრედია-ზუგდიდი
13 მარტი. 12:00 სამტრედია-ბათუმი, 13:20 ქუთაისი-ფოთი, 14:40 ზუგდიდი-ბათუმი, 16:00 წყალტუბო-სამტრედია
14 მარტი. 12:00 ფოთი-სამტრედია, 13:20 ზუგდიდი-წყალტუბო, 14:40 ქუთაისი-ბათუმი, 16:00 ფოთი-წყალტუბო

აღმოსავლეთის ლიგა, 13-14 მარტი, თელავი
13 მარტი. 14:00 თელავი-გურჯაანი 15:15 ყვარელი-ლაგოდეხი
14 მარტი. 11:00 თელავი, ყვარელი 12:15 გურჯაანი-ლაგოდეხი 15:00 ყვარელი-გურჯაანი 16:15 ლაგოდეხი-თელავი

Leave a Reply