10/03/14 სამი ფრე ლიგის ოთხ მატჩში

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში სამი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ოთხთა ფინალის ერთ მონაწილეს, დიორი ეტოს მონტენეგროს ბუდუჩნოსტიც შეუერთდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სლოვენიის კრიმი ნორვეგიის ლარვიკთნ დამარცხდა და მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარდა, ხოლო ბუდუჩნოსტი მიუწვდომელი გახდა. ამის შემდეგ, ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, დიორმა და მონტენეგროს ჩემპიონმა ერთმანეთში ფრედ ითამაშეს – 26:26.

პირველ ჯგუფში კი ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. აქ ორივე მატჩი ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც 7 ქულით ტიურინგერი დარჩა ლიდერად, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა ჯერ არ გაუნაღდებია. გერმანელები ბოლო ტურში სტუმრად თამაშობენ დანიაში მიდტიულანდთან, ვისაც ორი ქულით უსწრებენ და პირველი მატჩ 26:24 აქვთ მოგებული. შესაბამისად, მიდტიულანდს 3 ბურთით მოგება სჭირდება, რათა ტიურინგერს გაუსწროს. უკეთეს მდგომარეობაშია მაკედონიის ვარდარი, ვისაც აქვს 6 ქულა და საშინაო მატჩი ჯგუფის აუტსაიდერ სევეჰოფთან.

ბოლო ტური მომდევნო უქმეებზეა, ხოლო ოთხთა ფინალი 3 და 4 მაისს, ბუდაპეშტშია დანიშნული.

ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 5 ტური. 8-9 მარტი

1 ჯგუფი

ტიურინგერი (გერ) – ვარდარი (მკდ) 24:24

სევეჰოფი (შვდ) – მიდტიულანდი (დან) 29:29

ტიურინგერი 7 ვარდარი 6 / მიდტიულანდი 5, სევეჰოფი 2

2 ჯგუფი

ლარვიკი (ნორ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 28:22

ბუდუჩნოსტი (მნტ) – დიორი ეტო (უნგ) 26:26

დიორი 8, ბუდუჩნოსტი 7 / ლარვიკი 3, კრიმი 2

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი

Leave a Reply