10/02/14 ჭანტურია ომაიერის წინააღმდეგ
ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე რევაზ ჭანტურიას გუნდი ზომიმაკ-სტრუმიცა სტუმრად დამარცხდა მონპელიესთან – 22:41.
თამაშის ბედი გადაწყდა საწყის წუთებში, როცა ფრანგების მეკარემ, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ხელბურთელმა, ტიერი ომაიერმა ყველა ბურთი მოიგერია და მონპელიე 6:0 დაწინაურდა. მაკედონიურმა კლუბმა ერთი პირობა 6:9 გახადა ანგარიში, მაგრამ ტაიმი 9:22 წააგო, შესვენების შემდე კი 20 ბურთითაც ჩამორჩა. ქართველმა გარემარბმა 1 გოლი გაიტანა, მონპელიეში კი მეკარის შემდეგ საუკეთესო იყო სლოვენიელი დრაგან გაიჩი – 8 გოლი.
მეორე ტურში სტრუმიცა შინ ხვდება დანიურ სკიერნს, რომელიც პირველ ტურში შინ მოულოდნელად დამარცხდა ლისაბონის სპორტინგთან – 25:32. ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 გუნდი გადის.
ჩემპიონთა ლიგაში დღეს კიდევ ორი მერვედფინალისტი გამოვლინდა. სკოპიეს ვარდარმა 30:22 დაამარცხა მინსკის დინამო და საგზური თავისთვის და თანაქალაქელი მეტალურგისთვისაც მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე B და C ჯგუფებში ყველაფერი გარკვეულია, ხოლო დარჩენილ ორ ჯგუფში პლეიოფის 2-2 მონაწილეა გამოსავლენი.
უნგრულმა ვესპრემმა პირველი ქულა დაკარგა გერმანულ ლიოვენთან – 25:25, დანიის კოლდინგი შინ დამარცხდა გერმანულ კილთან 24:26 – ოთხივე ეს გუნდი უკვე გასულია მერვედფინალში.
ქალთა ტურნირზე ფრედ ითამაშეს შვედეთის სევეჰოფმა და მაკედონიის ვარდარმა – 27:27, ხოლო მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა გაანადგურა სლოვენიის კრიმ მერკატორი – 30:15. ქალთა შეჯიბრებაში კიდევ 4 ტურია სათამაშო.
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
8 ტური. 5-9 იანვარი
A ჯგუფი
8 თებ. სტ. პეტერბურგი (რუს) – ცელიე ლაშკო (სლნ) 29:29
8 თებ. ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33:27
9 თებ. რეინ–ნეკარ ლიოვენი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 25:25
ვესპრემი 15 ქულა, ლიოვენი 12, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1
B ჯგუფი
6 თებ. ვისლა პლოცკი (პოლ) – დიუნკერკი (საფ) 32:25
7 თებ. პორტუ (პორ) – ტარგი კელცე (პოლ) 30:35
9 თებ. კოლდინგი (დან) – კილი (გერ) 24:26
კილი 14, კელცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2
C ჯგუფი
8 თებ. ვაკერ თიუნი (შვც) – ბარსელონა (ესპ) 23:39
8 თებ. პსჟ (საფ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32:29
9 თებ. ვარდარ სკოპიე (მკდ) – დინამო მინსკი (ბლრ) 30:22
ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 8 / დინამო 4, თიუნი 1
D ჯგუფი
5 თებ. გორენიე ველენიე (სლნ) – ჰამბურგი (გერ) 29:36
5 თებ. ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) – ოლბორგი (დან) 25:23
8 თებ. ფლენზბურგი (გერ) – დროტ ჰალმსტადი (შვდ) 33:25
ჰამბურგი 14, ფლენზბურგი 13, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 7-9 თებერვალი
1 ჯგუფი
8 თებ. ტიურინგერი (გერ) – მიდტიულანდი (დან) 26:24
9 თებ. სევეჰოფი (შვდ) – ვარდარი (მკდ) 27:27
ვარდარი 3, მიდტიულანდი 2 / ტიურინგერი 2, სევეჰოფი, 1
2 ჯგუფი
7 თებ. ლარვიკი (ნორ) – დიორი ეტო (უნგ) 23:29
9 თებ. ბუდუჩნოსტი (მნტ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 30:15
ბუდუჩნოსტი 3, დიორი 3 / კრიმი 2, ლარვიკი 0
ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი