EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

10/11/13 რვიდან 6 გუნდი გარკვეულია

ქალთა ჩემპიონთა ლიგაში გაირკვა მეორე ჯგუფური ეტაპის 8 მონაწილიდან 6. სათამაშოა ბოლო ტური.

პირველ ჯგუფში უპირობოდ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრულმა დიორი ეტომ, მეორე საგზურისთვის კი დანარჩენი სამი გუნდი იბრძვის. მომავალ შაბათ-კვირას ითამაშებენ დიორი – ბაია მარე, ტიურინგერი – ჰიპო.

მეორე ჯგუფში დანიურმა მიდტიულანდმა სტუმრად დაამარცხა უნგრეთის ფერენცვაროში და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მეორე საგზურის მფლობელი გაირკვევა ფერენვაროშისა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტის თამაშში, ოღონდ უნგრელები უკვე სტუმრად თამაშობენ.

დანარჩენ 2 ჯგუფში ყველაფერი ცხადია. სლოვენიის კრიმმა და შვედეთის სევეფოფმა ერთმანეთში ფრედ ითმაშეს და ოფიციალურად გაიფორმეს მეორე ეტაპზე გასვლა, ხოლო დანიურ ლარვიკსა და მაკედონიურ ვარდარს საგზური აქამდე ჰქონდათ განაღდებული.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.

5 ტური. 9-10 ნოემბერი

A ჯგუფი

ბაია მარე (რუმ) – ტიურინგერი (გერ) 20:19

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – დიორი ეტო (უნგ) 27:28

დიორი 10, ჰიპო 4 / ბაია მარე 4, ტიურინგერი 2

B ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22:30

ფერენცვაროში (უნგ) – მიდტიულანდი (დან) 25:26

მიდტიულანდი 8, ბუდუჩნოსტი 6 / ფერენცვაროში 6, ლიუბლინი 0

C ჯგუფი

ლაიპციგი (გერ) – მეცი (საფ) 22:25

სევეჰოფი (შვდ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 25:25

კრიმი 7, სევეჰოფი 7 / მეცი 4, ლაიპციგი 2

D ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ) – ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) 30:20

პოდრავკა (ხორ) – ლარვიკი (ნორ) 19:24

ვარდარი 9, ლარვიკი 9 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0

 

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი

 

ფოტოზე: ფერენცვაროში – მიდტიულანდი

Leave a Reply