09/10/14 ჭაბუკთა ჩემპიონატზე პირველი წრე დასრულდა
სენაკში, საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთი ლიგის ტურნირზე, 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, პირველი წრე დასრულდა.
ლიდერობს ქუთაისის გუნდი, რომელმაც მეოთხე თამაშიც მოიგო – წყალტუბოსთან, 37:23. მეორე ადგილზეა სამტრედია, ვინც ბოლო დღეს დაამარცხა ზუგდიდი – 36:23. შემდეგ მოდიან ბათუმი, ზუგდიდი და წყალტუბო.
სამივე რეგიონულ ლიგაში მეორე წრე გაიმართება ნოემბერში. გამოვლინდებიან რეგიონალური ჩემპიონები და პრიზიორები, 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი კი 2015 წელს საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. ბიჭები, 1998-99
დასავლეთის ლიგა. პირველი წრე, სენაკი. 9 ოქტომბერი
წყალტუბო – ქუთაისი 23:37
წყ: აფხაძე, ჯანელიძე – ხელაძე 6, ბენდელიანი 6, მეტონიძე 3, დარსაველიძე 3, ჭოლოკავა 2, აფხაძე 2, ნემსიწვერიძე 1
ქუთ: ფაილოძე, კუპატაძე – გიორგაძე 11, რობაქიძე 7, მერკვილაძე 6, არსენიძე 4, კბილაშვილი 4, ნოდია 3, მამისეიშვილი 2
სამტრედია – ზუგდიდი 36:23
სამ: ქავზინაძე, შველიძე – ანტონოვიჩი 9, ზურაბიანი 7, გეგია 6, ბოცვაძე 6, გაგუა 4, გ.ცხვარაძე 3, ძნელაძე 1
ზუგ: ხასია – ბულია 6, ხურციძე 6, ყუფუნია 4, ძაძამია 2, გოგოხია 2, ტაბაღუა 1, ჩახაია 1, ჭკადუა 1
მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე
პირველი წრის შემდეგ
დასავლეთი: ქუთაისი 8, სამტრედია 6, ბათუმი 4 / ზუგდიდი 2, წყალტუბო 0
აღმოსავლეთი: გორი 8, კახეთი 6, რუსთავი 4 / ქარელი 2, ლაგოდეხი 0
თბილისი: ქარიშხალა 6 (+5), პეგასი 6 (0) , იმედი 6 (-5) / მამული 2, შევარდენი 0