08/10/13 ეროვნული ჩემპიონატი იწყება

10 ოქტომბერს სპორტკომპლექს არენაში იწყება საქართველოს ჩემპიონატი კაცთა გუნდებს შორის.

ამასთან დაკავშირებით ხვალ, 9 ოქტომბერს, 12 საათზე, ხელბურთის ფედერაციაში (ჩოლოყაშვილის 9 ა, მესამე სართული) მოეწყობა პრესკონფერენცია.

8 მონაწილე გუნდი ორ, აღმოსავლეთ (სტუ, იმედი, პეგასი, თელავი) და დასავლეთ (სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ქვეჯგუფად არის დაყოფილი. შეჯიბრება იწყება საერთო ტურით, რომელშიც ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი ქვეჯგუფების გუნდები ეთამაშებიან. აღმოსავლეთი და დასავლეთი ქვეჯგუფების ტურები ნოემბერში გაიმართება თბილისსა და სენაკში, რის შემდეგადაც დასრულდება პირველი წრე.

ჩემპიონი გამოვლინდება 2014 წლის გაზაფხულზე, სამწრიანი ტურნირის შემდეგ. მაისში დაგეგმილია საქართველოს თასის გათამაშება.

საქართველოს ჩემპიონატში ცალკე გუნდად მონაწილეობს 1998-99 წლებში დაბადებული ჭაბუკების ნაკრები. ამ ასაკის გუნდი სპეციალური პროგრამით ემზადება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც 2015 წელს გაიმართება თბილისში. ამავე ასაკს უწევს 2017 წლის ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის მასპინძლობის პრეტენდენტები არიან საქართველო და ხორვატია. კენჭისყრა სულ მალე, 27 ოქტომბერს გაიმართება დოჰაში, ყატარი, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ნაკრების დაკომპლექტების მხრივ. საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს იწყებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს. ოთხი გუნდიდან (საქართველო, ლიტვა, თურქეთი, ფინეთი) ევროპული ზონის პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული და 2014 წლის ივნისში უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს. ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრნელი, სერბი ჯორჯე რასიჩი წვრნის.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს სპორტკომპლექს არენაში (საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმარება, ხოლო კვირას ტურნირი გლდანის ხელბურთის დარბაზში დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

10 ოქტომბერი, ხუთშაბათი. სპორტკომპლექსი არენა

13:00 იმედი – ჭაბუკთა ნაკრები

14:20 ქუთაისი – თელავი

15:40 სტუ – სამტრედია

17:00 ბათუმი – პეგასი

11 ოქტომბერი, პარასკევი. არენა

13:30 თელავი – ბათუმი

14:50 სამტრედია – იმედი

16:10 პეგასი – ქუთაისი

17:30 ჭაბუკთა ნაკრები – სტუ

12 ოქტომბერი, შაბათი. არენა

14:30 პეგასი – ჭაბუკთა ნაკრები

15:50 ბათუმი – იმედი

17:10 სამტრედია – თელავი

18:30 სტუ – ქუთაისი

13 ოქტომბერი, კვირა. გლდანი

11:00 სტუ – ბათუმი

12:30 სამტრედია – პეგასი

14:00 ქუთაისი – იმედი

15:30 ჭაბუკთა ნაკრები – თელავი

Leave a Reply