08/05/14 საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო

უკრაინის ქალაქ ბროვარიში, ოლეგ ველიკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი მოიგი საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებმა – ამჯერად კიევის გუნდთან – 34:25.

ტურნირში ქართველებთა ერთად მონაწილეობენ უკრაინის სამი სახელბურთო ცენტრის, კიევის, ბროვარისა და ზაპოროჟიეს გუნდები. ჩვენებმა პირველი თამაში წააგეს ბროვარისთან – 24:30, გუშინ კი დაამარცხეს ზაპოროჟიე – 41:31.

გიორგი ქობელაშვილი, ნაკრების მთვარი მწვრთნელი (ტელეფონით, უკრაინიდან): – საუკეთესოდ ითამაშა მეკარე სანდრო ხანდოლიშვილმა, რომელმაც ძალიან ბერრი ბურთი მოიგერია, მათ შორის – შვიდმეტრიანები და პირისპირ გასვლები. მოთამაშეთაგან საუკეთესო იყო ირაკლი კბილაშვილი 12 გოლით, გამოვყოფ აგრეთვე ერეკლე არსენაშვილს, ხაზეინ რუსტამოვს, ზაალ ზაალიშვილსა და ლუკა გაწერელიას – მათაც შედეგიანად ითამაშეს. მცირე ტრავმა მიიღო ლუკა ბულბულაშვილმა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის ამ ტურნირზე კიდევ დაგვეხმარება. ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე ვართ. ბროვარის გუნდმა, ვისთანაც დავმარცხდით, შემდეგ წააგო კიევთან და დღეს ეთამაშება ზაპოროჟიეს. ჩვენ და კიევის გუნდს 4–4 ქულა გვაქვს, მაგრამ ბურთების სხვაობით წინ ვართ. სათამაშოა კიდევ სამი მატჩი, ანუ ტურნირის მეორე წრე.

ფოტო: საქართველოს ნაკრები ბროვარიში, ტურნირის წინ

 

Leave a Reply