07/05/14 რუმინეთსა და მაკედონიაში მედლებისთვის ვიბრძვით

რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატში დაიწყო ფინალური სამეულის ტურნირი. პირველ ტურში შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას გუნდი, შტიინცა ბაკეუ სტუმრად დამარცხდა კონსტანცასთან – 18:27.

 

რუსიამ 3 გოლი გაიტანა, მომდევნო თამაშს კი ბაკეუ 14 მარტს საკუთრ მოედანზე გამართავს პოტაისა ტურდასთან, 11 მაისს ტურდა და კონსტანცა ითამაშებენ. რუმინეთის ჩემპიონი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა მეშვიდე ადგილისთვის თამაშობს და ჯერჯერობით ორივე თამაში მოგებული აქვს: ბაია მარესთან – 27:25, სტიაუასთნ – 32:24. მძიმე ტრავმის შემდეგ ჩიქოვანი ფორმაში შევიდა და ორივე მატჩში თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო – მან 5 და 8 გოლი გაიტანა.

მაკედონიაში, ფინალური ექვსეულის ტურნირი მიმდინარეობს. ჯერჯერობით სამ გუნდს აქვს 12 ქულა, ოღონდ ვარდარი დაუმარცხებელია (4 თამაში, 4 მოგება), სკოპიეს მეტალურგს 5 თამაში აქვს გამართული, ხოლო ზომიმაკ-სტრუმიცას – 6.

ბოლო კვირაში სტრუმიცამ 25:19 დაამარცხა ტინექსი და 21:29 წააგო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტ ვარდართან, მაკედონიის თასზე კი პრესპას მოუგო – 31:17. ქართველმა გარემარბმა რევაზ ჭანტურიამ, შესაბამისად, 7, 4 და 3 გოლლი გაიტანა. ჩემპიონატში სტრუმიცა ალბათ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს პელისტერთან, რომელსაც 5 თამაშიდან 9 ქულა აქვს. მომდევნო ტურში სწორედ სტრუმიცა და პელისტერი თამაშობენ.

ფოტო: ვარდარი – სტრუმიცა (მარცხნივ – რევაზ ჭანტურია)

 

Leave a Reply