07/05/14 ჯემალ ცერცვაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

ლეგენდარულ ქართველ ხელბურთელ ჯემალ ცერცვაძეს, რომელსაც დღეს 75 წელი შეუსრულდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უმასპინძლა, იუბილე მიულოცა და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.


მილოცვას მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე შეუერთდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და ვიცეპრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი.

 

Leave a Reply