08/05/14 ოლიმპიური ორდენი – ჯემალ ცერცვაძეს

სპორტის სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ უმასპინძლეს გამოჩენილ ქართველ ხელბურთელს, ჯემალ ცერცვაძეს, რომელსაც ამ დღეებში 75 წელი შეუსრულდა.

გუშინ სპორტის მინისტრმა იუბილარს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა, დღეს კი ცერცვაძე ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა სეოკის ვიცეპრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ.

ვეტერანს მიესალმნენ სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტული ჟურნალისტი არჩილ გოგელია, პროფესორი გურამ ძაგანია, ვეტერანი კალათბურთელი და იუბილარის ძველი მეგობარი ვახტანგ ცხადაძე, ცერცვაძის ოდინდელი თანამებრძოლი იმედო ფხაკაძე, ვეტერანი ხელბურთელი ლევან გელაშვილი, ხოლო სპორტულმა კომენტატორმა თემურ ჯაფარიძემ რაგბის კავშირის სახელით საქართველოს ნაკრების წევრთა ავტოგრაფებიანი ბურთი უსახსოვრა.

დასასრულ, მეგობრული შეხვედრის მონაწილეებმა ნახეს გოგი თორაძისა და ლევან სალუქვაძის ფილმი, რომლის პრემიერაც ამ დღეებში მოაწყო ტელეარხმა GMG სპორტი.

ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=k8x6mA9Otq8

Leave a Reply