08/03/13 ლიგაში პლეიოფის დრო დგება

ამ კვირაში იწყება ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი კაცთა შორის, ხოლო ქალებს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი ტური აქვთ სათამაშო.

A ჯგუფში ბოლოსწინა ტურის შემდეგ ოთხივე მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ოთხთა ფინალის შარშანდელი მონაწილე, ლაიპციგი შინ დამარცხდა ბუდუჩნოსტთან და გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, მაგრამ ესეც მალევე მოესპო – კონკურენტმა, გერმანიისვე ტიურინგერმა სტუმრად ფრედ ითამაშა ვოლგოგრადის დინამოსთან და ლაიპციგს 3 ქულით გაასწრო.

მეორე ჯგუფიდან ორი მეოთხედდფინალისტის ვინაობა ბოლო ტურში გახდება ცნობილი. მეცმა სტუმრად დაამარცხა სევეჰოფი და ამჟამად მეოთხე ადგილზეა, თუმცა, ბოლო ტურში შინ მძიმე მატჩი ელის უნგრეთის დიორთან. მეცის კონკურენტები, ბაია მარე და ვიბორგი ერთმანეთში ითამაშებენ. თუ მეცი და ბაია მარე 6-6 ქულით დარჩნენ, მეოთხედფინალში გავლენ ფრანგები, რადგანაც ორივე თამაში მოუგეს რუმინელებს.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი

9 ტური, 6-8 მარტი

A ჯგუფი

კრიმი (სლნ) – ვარდარი (მკდ) 29-47

ლაიფციგი (გერ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 19-32

დინამო ვოლგოგრადი (რუს) – ტიურინგერი (გერ) 30-30

ბუდუჩნოსტი 15, ვოლგოგრადი 11, ვარდარი 9, ტიურინგერი 9 / ლაიპციგი 6, კრიმი 2

B ჯგუფი

სევეჰოფი (უნგ) – მეცი (საფ) 21-23

ვიბორგი (დან) – ლარვიკი (ნორ) 23-29

დიორი ეტო (უნგ) – ბაია მარე (რუმ) 29-23

ლარვიკი 18, დიორი 14, ვიბორგი 7, მეცი 6 / ბაია მარე 6, სავეჰოფი 3

ბოლო ტური, 14-15 აპრ. ლარვიკი-სევეჰოფი, მეცი – დიორი, ბაია მარე-ვიბორგი

კაცები. მერვედფინალის პირველი მატჩები.

13 აპრილი. ლიოვენი (გერ) – პიკ სეგედი (უნგ), 14 აპრილი. დიუნკერკი (საფ) – პსჟ (საფ), პლოცკი (პოლ) – ვარდარი მკდ), ზაგრები (ხორ) – კოლდინგი (დან), 15 აპრილი. ოლბორგი (დან) – ბარსელონა (ესპ), მონპელიე (საფ) – კელცე (პოლ), ფლენზბურგი (გერ) – კილი (გერ)

ფოტო: სევეჰოფი-მეცი

Leave a Reply