07/11/15 ესტონეთთან ფრით დავასრულეთ
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით პირველი ტურნირი დაასრულა – თელ-ავივში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩი ფრედ, 25-25 ითამაშა ესტონეთთან.
თამაში ჯგუფში მესამე ადგილისთვის იყო. თავიდან ესტონეთი დაწინაურდა – 5-1, მაგრამ ქართველებმა გაათანაბრეს ანგარიში – 6-6. მერე ორი ბურთითც ვიგებდით (10-8), ტაიმი კი ესტონეთის სასარგებლოდ დასრულდა – 14-13. მეტოქე 43 წუთზე 22-17 გავიდა წინ და 57 წუთზე 25-23 იგებდა, მაგრამ ბოლოს რატი მსხვილიძემ 2 გოლი გაიტანა, მათ შორის ბოლო – დასრულებამდე 3 წამით ადრე. ესტონეთმა ჯგუფში 2 მატჩი ითამაშა ფრედ და მესამე ადგილზე გავიდა.
ჯგუფის გამარჯვებულის და პლეიოფში გასული გუნდის ვინაობა გამოვლინდება ისრაელ-პორტუგალიის მატჩის შემდეგ.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017.
კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, ევროპა
4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო
თელ ავივი, დრაივ-ინ არენა
5 ნოემბერი. ისრაელი-საქართველო 27-19, პორტუგალია-ესტონეთი 28-28
6 ნოემბერი. საქართველო-პორტუგალია 22-37, ესტონეთი-ისრაელი 25-28
7 ნოემბერი. ესტონეთი–საქართველო 25-25
ესტ: ვარუსკი, ლოოკენე – როობა 9, ტოომი 8, ლეესი 4, იოჰანსონი 2, როოსნა 1, ცელმინსი 1, პატრაილი, იანიმაა, ლაასტი, პინონენი, ჰიიენდი, პიარტი, სლასტინოვსკი, ვოიკა
საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – ჩიქოვანი 8, წითელიშვილი 4, მსხვილიძე 3, მაისურაძე 3, ჭანტურია 2, ორჯონიკიძე 2, კბილაშვილი 1, კოხრეიძე 1, ტალახაძე 1, დათუკაშვილი, სიმონია, გამზარდია, ბერძენიშვილი, დიხამინჯია
მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)
პორტუგალია–ისრაელი 36-21
პორტუგალია 5 – ისრაელი 4, ესტონეთი 2, საქართველო 1
პლეიოფში გადის თითო გამარჯვებული. პლეიოფი – 2016 წლის ივნისში