06/11/15 მეორე მატჩშიც დავმარცხდით

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩიც წააგო თელ-ავივში – ამჯერად 22-37, პორტუგალიასთან.   ისრაელმა 28-25 დაამარცხა ესტონეთი, ხოლო ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა შაბათს, ისრაელ-პორტუგალიის მატჩის შემდეგ გაირკვევა.

გამარჯვებული გავა დასკვნით ეტაპზე, პლეიოფში, ხოლო საქართველო და ესტონეთი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ. რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, ქართველები თავიდან 2 ბურთით დაწინაურდნენ, მე-19 წუთზე ანგარიში 9-9 იყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 7 ბურთი გავუშვით და ტაიმის ბოლომდე პორტუგალიამ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა – 17-10.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017.

კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, ევროპა

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო (თელ ავივში)

5 ნოემბერი. ისრაელი-საქართველო 27-19, პორტუგალია-ესტონეთი 28-28

6 ნოემბერი

საქართველოპორტუგალია 22-37

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – დათუკაშვილი 6, ჩიქოვანი 4, მსხვილიძე 4, წითელიშვილი 2, მაისურაძე 2, ჭანტურია 1, კოხრეიძე 1,  ორჯონიკიძე 1, სიმონია 1, გამზარდია, დიხამინჯია, კბილაშვილი, ტალახაძე, ბერძენიშვილი,

პორ: კანდეიასი, კინტანა – როდრიგესი 9, როშა 5, პორტელა 4, სოუზა 3, სპინოლა 3, მაგალიაეში 3, ბრიტო 3, ფერასი 2,   ნტუნეში 2, სილვა 1, მორეირა 1,  სოლია 1, პედროსო, ბელანოვიჩი

მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)

ესტონეთიისრაელი 25-28

ესტ: ვარუსკი, ლოოკენე – როობა 8,  იოჰანსონი 4, პატრაილი 3, იანიმაა 3, ლაასტი 3, ლეესი 2, პინონენი 1, როოსნა 1, ჰიიენდი, ცელმინსი, პიარტი, სლასტინოვსკი, ტოომი, ვოიკა

ისრ:  მეიროვიჩი, ტურკენიცი – კოფმანი 8, პომერანცი 8, გალი 4, ლევი 3, შკალიმი 3, შტელმანი 2, ჰერშკოვიცი, ნათანი, დავდა, ჩუდნოვსკი, სიჩენკო, შიმონი, კაპონი, ტეპერი

მსაჯები: მიტრევსკი, ტოდოროვსკი (მკდ)

ისრაელი 4 ქულა – პორტუგალია 3,  ესტონეთი 1, საქართველო 0

7 ნოემბერი: 19:00 ესტონეთი-საქართველო, 21:15 პორტუგალია-ისრაელი

პლეიოფში გადის თითო გამარჯვებული. პლეიოფი – 2016 წლის ივნისში

Leave a Reply