06/06/14 ქარიშხალამ ტიტული შეინარჩუნა

საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 დაბადებულ ჭაბუკებს შორის მოიგო ქარიშხალამ, ვინც გადამწყვეტ მატჩში 30:26 დაამარცხა პეგასი და შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა.

მწვრთნელების, გიორგი ქობელაშვილისა და ზაზა ფერაძის გუნდმა სეზონში გამართული 24 მატჩიდან 22 მოიგო, ერთი ითამაშა ფრედ და ერთი წააგო. ბოლო მატჩის წინ ასეთივე ბალანსი ჰქონდა პეგასს (ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე, ლევან გელაშვილი), ხოლო ფინალური ეტაპზე ორივე გუნდს 8-8 ქულა ჰქონდა და ქარიშხალა მხოლოდ ბურთების სხვაობით ლიდერობდა.

დასაწყისი პეგასის იყო. ზარნაძისა და გაწერელიას გოლების შედეგ გუნდი ჯერ 4:1, შემდეგ კი 8:4 დაწინაურდა. ამას დაუმატეთ მეკარე ნიკო ზურაბიშვილის ბრწყნვალე თამაში მთელი მატჩის განმავლობაში – 23 მოგერიება! ამას, რა თქმა უნდა, მთელი გუნდის მწყობრმა დაცვამ შეუწყო ხელი.

მაგრამ ქარიშხალა დაეწია მეტოქეს და თუმცა ტაიმი 11:12 წააგო, მეორის პირველი 15 წუთი ანგარიში ან თანაბარი იყო, ან პეგასი ლიდერობდა 1 ბურთით. რამდენჯერაც ქარიშხალას წინ გასვლის შანსი მიეცა, იმდენჯერ პეგასის მეკარემ არ მისცა ამის შანსი. მომავალი ჩემპიონი პირველად 45-ე წუთზე დააწინაურა ლუკა ბულბულაშვილმა, გადამწყვეტი კი გამოდგა მონაკვეთი, როდესაც პეგასი 20:23 აგებდა, ვერ გამოიყენა ერთი-ერთზე გასვლა, შემდეგ შვიდმეტრიანი, მთელი ძალით ამუშავდა ქარიშხალას მეკარე, სანდრო ხანდოლიშვილი (17 მოგერიება თამაშში) და თანაც ტრავმის გამო მოედანი დატოვა პეგასის შუამარბმა მიხეილ ნაზღაიძემ.

ქარიშხალამ მეტოქეს დაწევის შანსი აღარ მისცა და 30:26 მოიგო, კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი კბილაშვილმა 9 გოლი გაიტანა, ორივე კუთხიდან სამ-სამჯერ შეაგდო გარემარბმა ნოდარ გოგუამ, საჭირო დროს კარგად ითამაშეს ბულბულაშვიილმა, ერეკლე არსენაშვილმა და ლევან მამულაშვილმა. პეგასიდან ყველაზე შედეგიანი იყო ზურაბ გოგავა – 8 გოლი.

საქართველოს ჩემპიონატი დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა, ხოლო ამ ასაკის ნაკრები გუნდი მზადებას ზაფხულშიც გააგრძელებს 205 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99

ფინალური ექვსეული. 2-6 ივნისი, არენა 2

6 ივნისი

პეგასი – ქარიშხალა 26:30

პეგასი: ზურაბიშვილი (23 მოგერიება) – გოგავა 8, ზარნაძე 6, გაწერელია 4, მაისურაძე 3, ცხოვრებაძე 3, ნაზღაიძე 2, კაჭკაჭაშვილი

ქარიშხალა: ხანდოლიშვილი (17 მოგერიება) – კბილაშვილი 9, გოგუა 6, ბულბულაშვილი 6, არსენაშვილი 5, მამულაშვილი 4, ფერაძე

მსაჯები: გია წივწივაძე-გიორგი სამყურაშვილი

გორი – ფოთი 30:18

გორი: ვათიაშვილი, ჯაფარიძე – ტიელიძე 7, ტარუაშვილი 7, ყანჩაველი 5, მჭედლიშვილი 4, მურადაშვილი 4, ქესანაშვილი 2, დალაქიშვილი 1

ფოთი: ზარგინავა – მიქაძე 8, ბიბილეიშვილი 5, ბაჯალაძე 4, ჯიქია 1, ბერაია, გვასალია, დიდია, გურეშიძე, მიქაია, შარტავა

მამული – იმედი 20:40

მამ: დავითაშვილი, წულაია – სხვიტარიძე 9, შევჩენკო 5, ისმაილოვი 2, ტალახაძე 2, კორაშვილი 1, კელაპტრიშვილი 1, თოდუა, არუთინოვი, სამადაშვილი, კელაპტრიშვილი

იმ: ხარაიშვილი, როკაშვილი – რუსტამოვი 8, იობაშვილი 7, დვალიძე 7, ჰუსეინოვი 6, ბაინაზიშვილი 5, მიქავა 3. მელაშვილი 2, საძაგლიშვილი 1, თურქაძე 1, მღებრიშვილი, ჯაბანაშვილი 1, კვირკველია

მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი

სამდივნო: მარი ხაჭაპურიძე, ვახტანგ ბერიაშვილი

საბოლოო მდგომარეობა: ქარიშხალა 10 ქულა, პეგასი 8; იმედი 6; გორი 4; ფოთი 2; მამული 0

ქარიშხალა

1.სანდრო ხანდოლიშვილი 16. გიორგი ფარესიშვილი – 2. გიორგი ფხაკაძე 3. გიორგი წიკლაური 4. ნოდარ გოგუა 7. გიგი ფერაძე 8. მიხეილ ჭინჭარაძე 9. ლევან მამულაშვილი 10. ირაკლი კბილაშვილი 11. ერეკლე არსენაშვილი 13. ლუკა ბულბულაშვილი 15. გიორგი კვირკველია 23. ირაკლი აროშიძე – მწვ. გიორგი ქობელაშვილი, ზაზა ფერაძე, ჯემალ ბარამიძე

პეგასი

1. ილია მჭედლიძე 16. ნიკო ზურაბიშვილი – 3. გიორგი ლაპიაშვილი 8. მიხეილ ნაზღაიძე 10. ნიკოლოზ კალანდაძე 11. დავით ხვადაგიანი 13. ნოდარ მაისურაძე 14. ლუკა გაწერელია 15. დათო ბაბუციძე 18. გიორგი ცხოვრებაძე 20. რატი გოგოლაძე 21. ლუკა მამაგეიშვილი 22. გიორგი კაჭკაჭაშვილი 23. გიგა ზარნაძე 24. ზურაბ გოგავა 42. ლუკა პაპუნაშვილი – მწვ. ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე, ლევან გელაშვილი

იმედი

1.გიორგი ხარაიშვილი 12. ტრისტან როკაშვილი 16. გიორგი კაპანაძე – 2. გიორგი ჯაბანაშვილი 3. ლუკა კვირკველია 5. გიორგი მიქავა 6. ვუსალ ჰუსეინოვი 7. ხაზეინ რუსტამოვი 8. საბა დვალიძე 9. თორნიკე მღებრიშვილი 10. ნიკოლოზ საძაგლიშვილი 11. გოგა თურქაძე 13. ჭიჭიკო ხარძიანი 14. ალექსანდრე მელაშვილი 15. ზეზვა იობაშვილი 17. გიგა ბაინაზაშვილი – მწვ. ზაზა სამადაშვილი, იური გოგიაშვილი, მერაბ მეტრეველი

გორი

1. ბაკურ ჯაფარიძე 12. გიორგი ვათიაშვილი – 2. ლევან ქესანაშვილი 3. ანდრია თომაშვილი 4. საბა მურადაშვილი 5. ლევან ღვინიაშვილი 6. ბექა გახოკიძე 7. ერეკლე გოზალიშვილი 8. ნოდარ დალაქიშვილი 9. ტარიელ მჭედლიშვილი 10. დავით ნიაზაშვილი 11. გურამ ბეთლემიშვილი 13. თამაზ ტარუაშვილი 14. გიორგი ტიელიძე 15. ნიკა სამნიაშვილი 17. ვახტანგ ყანჩაველი – მწვ. გია მამაცაშვილი, თორნიკე გაგლოშვილი, ლაშა მოციქულაშვილი

ფოთი

1.გიორგი ჯანელიძე 12. იური ზარგინავა – 2. გიორგი ბიბილეიშვილი 3. რევაზ დიდია 5. გიორგი გურეშიძე 6. გიორგი გვასალია 7. ნიკოლოზ ბაჯალაძე 8. თენგიზ ბერაია 9. ჯანო ჯიქია 10. გიორგი მიქაძე 11. გიორგი მიქაია 13. საბა შარტავა 14. ლუკა ლორთქიფანიძე – მწვ. თემურ ჭანტურია, გელა ჟვანია

მამული

1.გაბრიელ დავითაშვილი 12. გოგა წულიაშვილი – 3. თამაზ კორაშვილი 4. თორნიკე სამადაშვილი 5. დავით ლაგვილავა 6. ზურაბ ტალახაძე 7. გიორგი შევჩენკო 8. დავით თოდუა 9. ზურაბ ძაგანია 10. თემურ ისმაილოვი 11. ლექსო სხვიტარიძე 14. ლუკა სექანია, გოგა არუთინოვი, ნიკა ცხვედიანი – მწვ. ელზა მერაბიშვილი

 

Leave a Reply