05/01/14 სრულფასოვანი რევანში თურქეთთან

საქართველოს ნაკრებმა 33:26 დაამარცხა თურქეთი სპორტის სასახლეში და 4 ტურის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩი 8 იანვარს გაიმართება თბილისში. ვმასპინძლობთ ლიდერს, ლიტვას. დასაწყისი 18:00.

 

ქართველებმა 2 იანვარს 23:29 წააგეს თურქებთან ანკარაში, მაგრამ დღეს თავიდან ბოლომდე ლიდერობდნენ. ტაიმი 19:15 მორჩა. გუნდს უწინამძღოლა რატი მსხვილიძემ, რომელმაც 15 დარტყმიდან 11 გოლი გაიტანა. სწორედ რატიმ დასვა საბოლოო წერტილი შეხვედრის ბოლო წამებზე, რის შემდეგაც სრულფასოვანი რევანში შედგა – 33:26.

ტრადიციულად, ძლიერად ითამაშეს ვლადიმერ რუსიამ (6 გოლი) და რევაზ ჭანტურიამ (5). 2 გოლით შეგვეწია 35 წლის ვეტერანი სერგო დათუკაშვილი, მეორე ტაიმში, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კარგად ჩაერთო თამაშში აკაკი ტალახაძე, ვინაც ასევე 2 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ხელის ტრავმა მიიღო ირაკლი ჩიქოვანმა (5 გოლი). ჯერჯერობით ცნობილია არაა, მოახერხებს თუ არა ჩიქოვანი თამაშს ლიტვასთან.

თურქების ლიდერმა, რამაზან დიონემ, ვინც ანკარაში 10 გოლი გაიტანა, პირველივე ტაიმში შეცვლა მოითხოვა და მოედანზე აღარ გამოჩენილა.

საქართველოს ნაკრებს 4 თამაშიდან 2 მოგება აქვს და ლიტვასთან მოგების შემთხვევაში შეინარჩუნებს ჯგუფში პირველობის შანსს 11 იანვარს, ფინეთში ბოლო თამაშისთვის.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 4 ტური.

1 ჯგუფი. 5 იანვარი. თბილისი, სპორტის სასახლე

საქართველო – თურქეთი 33:26

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე – მსხვილიძე 11 (2წთ), რუსია 6 (2წთ), ჩიქოვანი 5 (2წთ), ჭანტურია 5, დათუკაშვილი 2 (4წთ), ტალახაძე 2, გვაზავა 1, გამზარდია 1, მაისურაძე, აბრამიშვილი, სიმონია, გოგალაძე. ამირანაშვილი, წითელიშვილი – (პენალტები 4/3)

თურქეთი: გიუნაი, იოზმუსული, ალკისი ჩატკინი 5, ჩელები 4, პეკტაში 4 (2წთ), ილდირიმი 3 (2წთ), იოჰბაზარი 3 (2წთ), ჩ. ჩელიქი 2 (2წთ), ერსინი 2, ზამანი 1, იოზი 1, ქესქინი 1, დიონე, კირდალი, ნ. ჩელიქი – (პენალტები 4/3)

მსაჯები: რობერტ არაბაჯუ, სილვიუ სტანესკუ (რუმ) / დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრ)

2500 მაყურებელი

ლიტვა 7 ქულა (+10) / საქართველო 4 (+2), ფინეთი 3 (-2), თურქეთი 2 (-10),

30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა 20:20, თურქეთი – საქართველო 29:23

4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი 24:23. 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი 33:26

8 იანვარი. საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11 იანვარი. ფინეთი – საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი

2 ჯგუფი

სლოვაკეთი – იტალია 28:21, კვიპროსი – რუმინეთი 30:31

რუმინეთი 8 / სლოვაკეთი 6, იტალია 2, კვიპროსი 0

3 ჯგუფი

შვეიცარია – უკრაინა 31:32, სლოვენია – ლუქსემბურგი 37:26

უკრაინა 7 / სლოვენია 6, შვეიცარია 3, ლუქსემბურგი 0

4 ჯგუფი

საბერძნეთი – ისრაელი 31:28, ჰოლანდია – ბელგია 27:21

ისრაელი 4 (+5)/ ჰოლანდია 4 (+3), საბერძნეთი 4 (-3), ბელგია 4 (-5)

5 ჯგუფი

ლატვია – ბოსნია 21:23, პორტუგალია – ესპანეთი 35:27

ბოსნია 8 / პორტუგალია 4, ლატვია 4 , ესტონეთი 0

პლეიოფში გადიან მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები

ზურაბ გენგიურის ფოტო

მეტი – ფეისბუკზე

https://www.facebook.com/GEONHF

 

Leave a Reply