საქართველოს გუნდებმა სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება შეიძინეს

სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია), სადაც 20 აპრილიდან სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საქართველო სამი გუნდით ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებით და საქართველოს სასკოლო სპორტის აკადემიით იყო წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილების მომცემი ჩემპიონატის დასკვნით დღეს იასპარეზა საქართველოს სასკოლო სპორტის აკადემიამ. სამწუხაროდ მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში სასკოლო სპორტის აკადემია შვედეთთან დაძაბულ შეხვედრაში 25-28 დამარცხდა, ერთი დღით ადრე კი სარეიტინგო მატჩში რუმინთთან 31-41 წააგო.

ვაჟებში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც ისრაელს 38-32 მოუგო. მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიამ 30-23 მოუგო სერბეთს.

წარუმატებელი მატჩები ჰქონდა ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდსაც. ჩვენი გოგოები სარეიტინგო შეხვედრაში კოსოვოსთან 28-37 დამარცხდა, მე-15 ადგილისთვის შეხვედრაში კვიპროსთან 23-28 წააგეს.

გოგოებში ჩემპიონი გახდა ხორვატია, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო, ხოლო მესამეზე გავიდა თურქეთი, რომელმაც რუმინეთი 24-23 დაამარცხა.

Leave a Reply