სასკოლო სპორტის აკადემიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა

სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია)  მიმდინარე სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მეხუთე ტურში ითამაშა საქართველოს სასკოლო სპორტის აკადემიამ და წარმატებასაც მიაღწია.

ჩვენმა ხელბურთელებმა გერმანიას დაძაბულ შეხვედრაში 27-25 მოუგეს და D ჯგუფში ოთხი გამარჯვებით და 8 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ.

სასკოლო სპორტის აკადემიამ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგო სლოვაკეთს, თურქეთს, ბელგიას და ახლა უკვე გერმანიას. ერთადერთი წაგება კი ხორვატიასთან ჰქონდა, რომელმაც 10 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე იასპარეზეს ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა, მაგრამ მათ სამწუხაროდ, წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

Leave a Reply