02/11/15 ჩემპიონთა ლიგის ქართველი მონაწილე

ქალთა სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა პირველი წრე. 6-6 ქულით ლიდერობენ 2015 წლის ჩემპიონი, მონტენეგროს ბუდუჩნოსტი (D ჯგუფი) და რუსეთის როსტოვი (A).

მონტენეგროელებმა რუმინელი ლიდერის, ქრისტინა ნიაგუს ლიდერობით (9 გოლი) ბუქარესტში 28-22 დაამარცხეს რუმინეთის ჩემპიონი, CSM ბუქარესტი, სადაც თამაშობს წინა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ხელბურთელი, შვედი იზაბელ გულდენი (4 გოლი). ამ ჯგუფის მეორე თამაში ჩვენთვის იმით გახლდათ საინტერესო, რომ პოლონეთში, ლიუბლინ-სევეჰოფის მატჩში ტექნიკური დელეგატი იყო საქართველოს ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, თამაზ თევზაძე. სტუმრებმა 34-21 მოიგეს.

B ჯგუფში 5 ქულით ლიდერობს უნგრეთის ფერენცვაროში, ხოლო ფრანგულ ფლური ლუარეს სამი მატჩიდან სამი ფრე აქვს, C ჯგუფში სამ გუნდს აქვს 4 ქულა – უნგრეთის დიორს, დანიის მიდტიულანდსა და მაკედონიის ვარდარს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე სწორედ 3 გუნდი გადის და ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც გაიყოლებს.

პირველი ჯგუფური ეტაპი 2015 წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დეკემბერში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატია.

ქალები. 3 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/…/v…/2015-11-01-rewind-women-episode-03

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. ქალები

ჯგუფური ეტაპის 3 ტური. 30 ოქტომბერი-1 ნოემბერი

A ჯგუფი

კრიმ მერკატორი (სლნ, 0 ქულა) – ლარვიკი (ნორ, 4) 21-37

ბარიჩი 7 – კურტოვიჩი 8

ბაია მარე (რუმ, 2) – როსტოვი (რუს, 6) 20-22

აბინგჰი 6, პინო 5 – სენი, ილინა, მანაგაროვა 5

B ჯგუფი

ტიურინგერი (გერ, 3) – ფერენცვაროში (უნგ, 5) 27-30

ჰუბერი 7 – სუჩანსკი 8

პოდრავკა (ხორ, 1) – ფლური ლუარე (საფ, 3) 20-20

დეზიჩი, ფრანკოვიჩი 5 – კაბრალ ბარბოსა 8

C ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 0) – დიორი (უნგ, 4) 21-29

ტოტოვა 10 – პლანეტა, სულანდი 4

ვარდარ სკოპიე (მკდ, 4) – მიდტიულანდი (დან, 4) 33-24

პენეზიჩი 10, რადიჩევიჩი 6 – ოსტერგარდი 5

D ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ, 0) – სევეჰოფი (შვდ, 2) 21-34

რეპელევსკა 6 – ეკენმანი 6

CSM ბუქარესტი (რუმ, 4)  – ბუდუჩნოსტი (მნტ, 6) 2228

როდრიგეს ბელო 5, გულდენი 4 – ნიაგუ 9, კ. ბულატოვიჩი 7

მეოთხე ტური: 6-8 ნოემბერი

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი

Leave a Reply