02/05/15 ლუქსემბურგს მეორედაც უნდა მოვუგოთ

კვირას, საქართველოს დროით 20 საათზე, ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მეორედ ეთამაშება ლუქსემბურგის გუნდს, რომელიც ხუთშაბათს, ქუთაისის სპორტის სასახლეში მძიმე ბრძოლაში, 17-16 დაამარცხა.

ამოცანა ლუქსემბურგშიც „მარტივი“ იქნება – უნდა მოვიგოთ და დაველოდოთ ლუქსემბურგ-ესტონეთის ორ მატჩს, 10 და 13 ივნისს – იმ იმედით, რომ ლუქსემბურგელები ბალტიელებს ქულას მაინც აართმევენ. ეს ძნელი წარმოსადგენი უნდა იყოს გუნდისგან, რომლის 14 ხელბურთელი ეროვნულ პირველობაზე თამაშობს და მათგან ყველაზე მაღალი ტანად სულ 196 სანტიმეტრია, მაგრამ ბრძოლის უნარი რომ არ დაეწუნებათ, ეს ქუთაისშიც გამოჩნდა, თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე ბოლო ორ შესარჩევ ციკლში (ფინეთი, თურქეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი), იმის მიუხედავად, რომ გვაკლდნენ მსხვილიძე, რუსია და დათუკაშვილი.

ცხადია, ლუქსემბურგის დედაქალაქში ისეთივე მძიმე მატჩი გვექნება, როგორც ქუთაისში, მაგრამ მეტოქეს უკვე ვიცნობთ, ძნელი წარმოსადგენია, თავიანთი რესურსით იმაზე მეტი შემოგვთავაზონ, ვიდრე პირველ თამაშში და ჩვენს მწვრთნელებსაც უთუოდ ექნებათ მოძებნილი ახალი ვარიანტები ლუქსემბურგელთა ძალიან აქტიური დაცვის წინააღმდეგ. ქუთაისში 11 ხელბურთელით ვითამაშეთ, რაც შემადგენლობის ვარირებისა და ამა თუ იმ სიტუაციაში საუკეთესო შვიდეულის შერჩევის საშუალებას გვაძლევს.

თამაში ლუქსემბურგის ნაციონალურ სპორტულ ცენტრში გაიმართება. ბილეთი 8 ევრო ღირს, რეპორტაჟს კი ტელეარხი RTL აწყობს. თუ თამაშის დროს სიგნალი ქვეყნის გარეთ დაბლოკილი არ იქნა, მატჩისთვის თვალის მიდევნება ჩვენც შეგვეძლება: http://tele.rtl.lu/livestream/

ხელბურთი. ევრო 2018. პირველი შესარჩევი ეტაპი
B ჯგუფი – ესტონეთი, ლუქსემბურგი, საქართველო

3 მაისი, ლუქსემბურგი, 20:00
ლუქსემბურგი-საქართველო

ლუქ: 1. ქრის ოჟე (კერიენგი) 12. მიკა ჰერმანი (დიუდელანჟი) – 3. სამუელ ბაუმი (ეში) 4. მარტინ მიულერი (ნანსი, საფ) 6. დანი სხოლტენი (ეში) 7. ალენ ზეკანი (რედ ბოისი) 8. საშა მარზადორი (ეში) 10. საშა პული (ეში) 11. ტომ მაისი (კერიენგი) 14. ქრისტიან ბოკი (ეში) 19. დანიელ ლეი (დიუდელანჟი) 22. ერიკ შრიოდერი (კერიენგი) 23. დანიელ შაიდი (რედ ბოისი) 27. მაქს კოლი (ეში) 94. იანიკ ბარდინა (ლორი) – მწვრთნელი: ადრიან სტორტი

საქ: 16. გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ) 22. შოთა თევზაძე (ოდორჰეი, რუმ) – 5. გიორგი გვაზავა (სტუ) 7. უჩა გამზარდია (ბათუმი) 8. ზურაბ სიმონია (თუთუნსფორი, თურ) 9. სერგო დათუკაშვილი (ვოივოდინა, სრბ) 14. ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ) 15. ლექსო წითელიშვილი (თუთუნსფორი, თურ) 17. ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი)18. უჩა მაისურაძე (ქუთაისი)19. რობერტ ბეჟანიშვილი (სტუ) 20. შოთა გრიშიკაშვილი (ბათუმი) 23. რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ) 31. ილია გოგალაძე (ბათუმი) 77. აკაკი ტალახაძე (თავრიზი, ირა) – მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე, ექიმი ლევან ლინნიკი

მსაჯები: აფრიმ აზემი, ეშრეფ ბეჩირი (კოსოვო), დელეგატი: ჟოაო კოშტა (პორ)

29.10.2014 ესტონეთისაქართველო 28-26
02.11.2014.
საქართველოესტონეთი 29-27
30.04.2015.
საქართველოლუქსემბურგი 17-16
საქართველო 4 ქულა (3 თამაშიდან), ესტონეთი 2 (2), ლუქსემბურგი 0 (1)
პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
03.05.2015. ლუქსემბურგი – საქართველო
10.06.2015. ლუქსემბურგი-ესტონეთი
13.06. 2015. ესტონეთი-ლუქსემბურგი

Leave a Reply