03/05/15 ევრო 2018 წაგებით დავასრულეთ

საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ასპარეზობა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. გუნდი ლუქსემბურგში 20-29 დამარცხდა და პირველობის თეორიული შანსიც დაკარგა.

საქართველოს ნაკრები ჯერაც პირველ ადგილზეა და არის ვარიანტი, რომ ლუქსემბურგ-ესტონეთის ორი მატჩის შემდეგ სამივე გუნდმა 4-4 ქულა დააგროვოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბურთების სხვაობა უარყოფითი გვექნება. პლეიოფში გამსვლელი გუნდის ვინაობას  ჩვენი მეტოქეები, ლუქსემბურგი და ესტონეთი ერთმანეთში, 10 და 13 ივნისს გაარკვევენ.

სამი ლიდერის არყოფნას დაემატა ირაკლი ჩიქოვანის ტრავმა – ნაკრების ლიდერმა ქუთაისში, პირველი მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს თითზე მყესი გაიწყვიტა და ასე ითამაშა მატჩის ბოლომდე. ის მოედანზე იყო ლუქსემბურგშიც, მაგრამ პირველ ტაიმში საერთოდ არ დაურტყამს, ძირითადად გამთამაშებლად ირჯებოდა, ლუქსემბურგელებმა კი დაიმატეს იან ჰოფმანი, რომელმაც 7 გოლი გაგვიტანა.

პირველ ტაიმში ბრძოლა იყო და სულ 1 ბურთით წავაგეთ, მაგრამ მეორეში დავუშვით ბევრი საკუთარი შეცდომა, მათ შორის,  რიცხობრივი მეტობისას და მეტოქე სწრაფად დაწინაურდა. ერთადერთი, ვისი გამოყოფაც შეიძლება, იყო ლექსო წითელიშვილი, რომლის 11 დარტყმიდან რვამ მიზანს მიაღწია.

საქართველოს ნაკრები 2015 წლის შემოდგომაზე მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

ხელბურთი. ევრო 2018. პირველი შესარჩევი ეტაპი. B ჯგუფი

3 მაისი, ლუქსემბურგი

ლუქსემბურგისაქართველო 29-20

ლუქ: ოჟე, ჰერმანი – ჰოფმანი 7, კოლი 5, სხოლტენი 5, შრიოდერი 3, მაისი 3, ბოკი 2, მიულერი 2, ბაუმი 1, ვირცი 1, ბარდინა, ზეკანი, ლეი, შაიდი, მარზადორი – მწვ: სტორტი

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – წითელიშვილი 8, ჭანტურია 4, გოგალაძე 2, სიმონია 2, ჩიქოვანი 1, გამზარდია 1, გვაზავა 1, გრიშიკაშვილი 1, მაისურაძე,  აბრამიშვილი, ბეჟანიშვილი, ტალახაძე – მწვ: კეკელიძე

მსაჯები: აფრიმ აზემი, ეშრეფ ბეჩირი (კოსოვო), დელეგატი: ჟოაო კოშტა (პორ)

29.10.2014 ესტონეთი – საქართველო 28-26
02.11.2014. საქართველო-ესტონეთი 29-27
30.04.2015. საქართველო-ლუქსემბურგი 17-16
03.05.2015. ლუქსემბურგი – საქართველო 29-20

საქართველო 4 ქულა (4 თამაშიდან), ლუქსემბურგი 2 (2), ესტონეთი 2 (2)
პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული

10.06.2015. ლუქსემბურგი-ესტონეთი
13.06. 2015. ესტონეთი-ლუქსემბურგი

A ჯგუფი. ბელგიაკვიპროსი 30-20 – ბელგია 4 (2), საბერძნეთი 4 (2), კვიპროსი 0 (4)
B ჯგუფი. იტალიაკოსოვო 35-26 – რუმინეთი 4 (2), იტალია 4 (2), კოსოვო 0 (4)

ფოტო: ლექსო წითელიშვილი

Leave a Reply