02/04/15 ფინალური ოთხეული გარკვეულია

საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატზე სამტრედიამ 31-30 დაამარცხა სტუ, ხოლო ბათუმმა 31-26 მოუგო ქუთაისს და ფინალურ ოთხეულში თამაში გაინაღდა.

დღის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი სტუ და თასის მფლობელი, სამტრედია შეხვდნენ. ტაიმი სტუ-მ 16-13 მოიგო, მეორეში კი ორჯერ იგებდა 4 ბურთით, მაგრამ მე-40 წუთზე მეტოქის სწრაფი გარღვევის შეჩერებისას მეკარე არჩილ სამიტაშვილმა წითელი ბარათი მიიღო, სამტრედიამ კი სხვაობის შემცირება დაიწყო. ანგარიში პირველად 59-ე წუთზე გაათანაბრა ირაკლი თევზაძემ, ხოლო დასრულებამდე წუთით ადრე მანვე გამარჯვების გოლიც გაიტანა. საქართველოს ჩემპიონატზე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ბოლოს ათიოდ წლის წინ დამარცხდა, როდესაც თბილისთან ფინალური სერიის ერთ-ერთი მატჩი წააგო.

მეოთხე ადგილზე მყოფი ბათუმი 3 ქულით უსწრებდა პეგასს და ბოლო ორ მატჩში, ქუთაისთან ან სამტრედიასთან, 2 ქულა სჭირდებოდა. ქუთაის-ბათუმის მატჩში ტაიმი ქუთაისმა 13-12 მოიგო, 45-ე წუთისთვის კი ანგარიში 20-20 იყო. ბათუმელები 4-2 დაცვაზე გადავიდნენ, თამაში კი გარდატეხეს ეროვნული ნაკრების წევრებმა, გოგალაძემ და გამზარდიამ – 31-26. ამით ფინალური ოთხეულის ოთხივე მონაწილეც გაირკვა და ნახევარფინალის წყვილებიც – სტუ ბათუმს ეთამაშება, ხოლო სამტრედია – ქუთაისს. 3 აპრილის მატჩების შემდეგ ბათუმს შეუძლია, ქულებით დაეწიოს ქუთაისს, მაგრამ პირად შეხვედრებში უპირატესობა ქუთაისელებისაა (30-23, 26-31) და ორწრიანი ტურნირის შემდეგ მათ მესამე ადგილი განაღდებული აქვთ.

ორ სხვა შეხვედრაში პეგასმა 43-24 მოუგო ფოთის ოქროს ვერძს, ხოლო ქარიშხალამ – იმედს, 36-32. 3 აპრილს რეგულარული სეზონის ბოლო, მე-14 ტურია, ხოლო ოთხთა ფინალი 15-16 მაისს გაიმართება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გლდანი

2 აპრილი, 13 ტური

სტუ – სამტრედია 30-31

სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი – გვაზავა 8, სტურუა 6, ჭელიძე 6, მ. კობახიძე 5, აბაშიძე 3, გოგოლაძე 2, ბეჟანიშვილი

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – თევზაძე 10, ნიკურაძე 5, გ. კობახიძე 5, ხაჟომია 4, წივწივაძე 4, გ. იობაშვილი 1, ზურაბიანი 1, ი. ნარსია 1, ღაღანიძე, სიხარულიძე

პეგასი – ფოთი 43-24

პეგ: დ. ნარსია, ცინცაძე – დიხამინჯია 11, გიორგაძე 7, ბაძაღუა 6, ცხვარაშვილი 5, კოხრეიძე 3, ნ. მაისურაძე 3, ლეჟავა 3, ზარნაძე 3, აბჟანდაძე 2, პეტრიაშვილი, გაწერელია

ფოთ: ზარგინავა – მიქაძე 9, ალანია 6, დაგარგულია 4, ბიბილეიშვილი 3, ბაჯალაძე 1, კუჭავა 1, ხუნჯუა, ზარქუა, ნემსაია

ქუთაისი – ბათუმი 26-31

ქუთ: ანდრიაძე – კვერნაძე 7, უ. მაისურაძე 7, კბილაშვილი 5, მათნაძე 4, მერკვილაძე 2, ყაველაშვილი 1, ქუთათელაძე

ბათ: ცერცვაძე – გოგალაძე 8, გამზარდია 5, ამირანაშვილი 4, გრიშიკაშვილი 4, ჯორბენაძე 4, სურმავა 2, ქარდავა 2, აბრამიშვილი 1, ქავთარაძე 1, ბერძენიშვილი, ვინოგრადსკი, ჭანტურია

ქარიშხალა – იმედი 36-32

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – არსენაშვილი 12, ლ. მამულაშვილი 8, ბულბულაშვილი 6, კორაშვილი 5, ზ. ფერაძე 3, ჭინჭარაძე 2, შევჩენკო, კვირკველია, ქურასბედიანი

იმ: ხარაიშვილი, ლორია – რუსტამოვი 9, ზ. იობაშვილი 8, მიქავა 4, ჰუსეინოვი 3, მელაშვილი 3, ბაინაზიშვილი 3, გოგუა 2

მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, ა. კომახიძე

მდგომარეობა–თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ

სტუ————-13–12—0—1–437-344-24

სამტრედია—–13–10—1—2–475-368-21

ქუთაისი——–13—9—0—4–422-373-18

ბათუმი———13—8—0—5–423-343-16

პეგასი———–13—6—1—6–382-342-13

ქარიშხალა——13—5—0–8–401-444-10

ფოთი————13—0–1–12–368-527–1

იმედი———–13—0—1–12–305-472–1

3 აპრილი, 14 ტური

12:00 ფოთი – იმედი

13:30 სამტრედია – ბათუმი

15:00 სტუ – ქუთაისი

16:30 პეგასი – ქარიშხალა

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია – 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი – 15-16 მაისი, თბილისი

 

Leave a Reply