02/03/14 ჩემპიონმა ოთხთა ფინალი გაინაღდა
ქალთა ჩემპიონთა ლიგაში უკვე გამოვლინდა ოთხთა ფინალის პირველი მონაწილე – ესაა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, უნგრული დიორი ეტო, ვინც შეჯიბრების დასკვნით ეტაპს, 3 და 4 მაისს, საკუთარ ქვეყანაში, ბუდაპეშტის ლასლო პაპის სახელობის დარბაზში გამართავს.
დიორმა სტუმრად დაამარცხა სლოვენიის კრიმ მერკატორი – 24:22 და მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდა ჯგუფში. ამავე ჯგუფში ფინალურ ოთხეულში თამაში თითქმის განაღდებული აქვს მონტენეგროს ბუდუჩნოსტსაც, რომელმაც სტუმრად მოუგო ნორვეგიის ლარვიკს – 22:17. დარჩენილ 2 მატჩში ბუდუჩნოსტს ერთი ქულაც ჰყოფნის და რომც ვერ აიღოს, ბოლო ტურში 15 ბურთით არ უნდა დამარცხდეს კრიმთან. რაც შეეხება შარშანდელ ფინალისტს, ლარვიკს, ნორვეგიელები ამჯერად ჯგუფში ჩარჩნენ.
მეორე ჯგუფიდან ოთხეულში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა შვედურ სევეჰოფს, ხოლო ორი საგზურისთვის ბრძოლა გერმანიის ტიურინგერს, მაკედონიის ვარდარსა და დანიის მიდტიულანდს შორის გაჩაღდება.
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 4 ტური. 1–2 მარტი
1 ჯგუფი
1 მარ. სევეჰოფი (შვდ) – ტიურინგერი (გერ) 26:32
1 მარ. მიდტიულანდი (დან) – ვარდარი (მკდ) – 25:24
ტიურინგერი 6 ვარდარი 5 / მიდტიულანდი 4, სევეჰოფი 1
2 ჯგუფი
2 მარ. ლარვიკი (ნორ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 17:22
2 მარ. კრიმ მერკატორი (სლნ) – დიორი ეტო (უნგ) 22:24
დიორი 7, ბუდუჩნოსტი 6 / კრიმი 2, ლარვიკი 1
ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი