სიახლეები
01/02/15 მეორე დამარცხება ბელარუსის ნაკრებთან
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა, რომელიც ბელარუსში იმყოფება ტურნეზე, მეორედ წააგო მასპინძელ თანატოლთა, ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებთან – 20-25.
პირველი თამაში ბელარუსმა 33-29 მოგვიგო, ხოლო იქამდე ჩვენებმა 35-33 დაამარცხეს მინსკის გუნდი. ტურნე 3 თებერვალს დასრულდება,
20-22 მარტს გოგონათა ნაკრებს ქუთაისში ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია ელის ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ლიტვის წინააღმდეგ.
1 თებერვალი, მინსკი
ბელარუსი (17წ) – საქართველო (17წ) 25-20
საქართველო: ჩაჩუა, ყაველაშვილი – ჩოგოვაძე 5, ყველაშვილი 4, ღვალაძე 3, გაბისონია 3, კუნელაშვილი 2, ჩოხელი 1, მიხელიძე 1, გიორგაძე 1, ქიტესაშვილი, თეთრაშვილი, ბერიძე, – მწ. ერაძე, გვაზავა