03/02/15 ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა განახლდა

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ განახლდა ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. კაცები ტურნირში 14 თებერვლიდან ჩაებმებიან და ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ, ხოლო ქალებმა უკვე დაიწყეს მთავარი რაუნდი, ანუ მეორე ჯგუფური ეტაპი.

მეორე რაუნდში პირველიდან 12 საუკეთესო გუნდი გადავიდა და ერთმანეთში დაგროვილი ქულებიც გამოიყოლა, ორი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი 4-4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.

პირველივე დღეს B ჯგუფში ერთმანეთს ორი უდანაკარგოდ მოასპარეზე კლუბი შეხვდა და ლიგის ბოლო ორი წლის გამარჯვებული, უნგრეთის დიორი ეტო შინ დამარცხდა 2013 წლის ფინალისტ, ნორგეგიის ლარვიკთან – 25-26.

დიორი მეორე ეტაპს სერიოზული პრობლემებით შეხვდა. ოთხი წამყვანი ხელბურთელი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. გამთამაშებელი ანიტა გორბიცი და მეკარე კატრინ ლინდე ორსულად არიან. უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში შვიდმეტრიანის მოგერიებისას დაშავდა და საოპერაციო გახდა ლინდეს შემცვლელი, ელენა გრუბიშიჩი. 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ, ედუარდა ამორიმმა კი 204 წლის ბოლო მატჩში ჯვარედინი მყესები დაიწყვიტა. ტრავმირებულია ადრიენ ორბანიც.

შესაბამისად, დიორმაც წააგო მატჩი ლარვიკთან, სადაც 7-7-გოლით საუკეთესოები იყვნენ ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გმირები, ნორა მორკი და ლინ-კრისტინ რიგელჰუტი. კიდევ ერთმა ევროპის ჩემპიონმა, ნორა მორკმა დიორის დიორი ეტოს რიგებში 4 გოლი გაიტანა, ხოლო უნგრელთა გარემარბმა ანიკო კოვაჩიჩმა – 10.

ქალები. ჩემპიონთა ლიგა 2014-15. მეორე ჯგუფური ეტაპი

5 ტური, 31 იანვარი-1 თებერვალი

A ჯგუფი

ლაიპციგი (გერ) – ვარდარი (მკდ) 26-23

დინამო ვოლგოგრადი (რუს) – ბუდუჩნორტი (მნტ) 18-25

კრიმ მერკატორი (სლნ) – ტიურინგერი (გერ) 23-26

ბუდუჩნოსტი 9, ვოლგოგრადი 6, ლაიპციგი 6, ტიურინგერი 4 / ვარდარი 3, კრიმი 2

B ჯგუფი

სავეჰოფი (შვდ) – ბაია მარე (რუმ) 26-28

დიორი ეტო (უნგ) – ლარვიკი (ნორ) 25-26

ვიბორგი (დან) – მეცი (საფ) 27-26

ლარვიკი 10, დიორი 8, ვიბორგი 5, მეცი 4 / ბაია მარე 2, სავეჰოფი 1

ფოტო: დიორი-ლარვიკი

 

Leave a Reply