ჯგუფური ეტაპი კვირას მთავრდება

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში 12 მარტს სრულდება ჯგუფური ეტაპი. გასარკვევია პლეიოფის ორი მონაწილე კაცთა ტურნირში და ერთი – ქალებში, ასევე – ვინ დაიკავებს პირველ ადგილებს კაცთა ჯგუფებში და ვინ მიიღებს პირდაპირ მეოთხედფინალის საგზურს.

ბარსელონამ სტუმრად ფრედ, 27-27 ითმაშა კილთან,  1 ქულით წინ დარჩა პარი სენ ჟერმენზე და პირველობის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში შინ ჰყავს დასამარცხებელი პოლონეთის ვისლა. ვისლას ჰაერივით სჭირდება 1 ქულა ბარსელონაში, რადგანაც წაგების შემთხვევაში პოლონურ კლუბს ეწევა დანიური სილკებორგი და პირადი შეხვედრებით სჯობნის კიდეც.

B ჯგუფს ლიდერობს მაკედონიის ვარდარი, რომელიც მასპინძლობს შდედეთის კრისტიანსტადს. შვედები ბოლო საგზურისთვის იბრძვიან სლოვენიის ცელიესა და ხორვატიის ზაგრებთან ერთად. ცელიე და ზაგრები ერთმანეთში თამაშობენ. ზაგრებს პირველი მატჩი 28-30 აქვს წაგებული და შინ 3 ბურთით მოგება სჭირდება, ასევე კრისტიანსტადის დამარცხება სკოპიეში.

2 მერვედფინალისტი გამოვლინდება ლა რიოხა – ნანტისა და ზაპოროჟიე – მონპელიეს წყვილებში. აქ ფავორიტებმა, ფრანგულმა კლუბებმა პირველი მატჩები სტუმრად მოიგეს და მეტოქეებს 11 მარტს მასპინძლობენ.  

ქალთა ტურნირზე თასის მფლობელმა, რუმინეთის ბუკურეშტიმ იზაბელ გულდენის 10 გოლით 28-26 მოუგო უშუალო კონკურენტს, სლოვენიის კრიმს და მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდა. კრიმი 2 ქულით ჩამორჩება დანიის მიდტიულანდს, რომელსაც ბოლო ტურში შინ ეთამაშება, ოღონდ პირველი მატჩი 9 ბურთით აქვს წაგებული – 19-28. პირველ ჯგუფში ბოლო, მეოთხე საგზური მოიპოვა, ფრანგულმა მეცმა, ვინც შინ გაანადგურა ვარდარი, 42-28.   

მიმოხილვაქალები: http://www.ehftv.com/int/video/2017-03-05-rewind-women-episode-11

კაცები: http://www.ehftv.com/int/video/2017-03-05-rewind-episode-13

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 13 ტური, 1-5 მარტი

A ჯგუფი

ბარსელონა 23 – პსჟ 22, ვესპრემი 16, ფლენზბურგი 13 (12), კილი 12, ვისლა 8 – სილკებორგი 6, შაფჰაუზენი 2 (12)

შაფჰაუზენი (შვც) – ვესპრემი (უნგ) 27-28

ფლენზბურგი (გერ) – სილკებორგი (დან) 26-24

ვისლა პლოცკი (პოლ) – პსჟ (საფ) 25-29

კილი (გერ) – ბარსელონა (ესპ) 27-27

B ჯგუფი

ვარდარი 18 – რაინ-ნეკარი 17, კელცე 16, სეგედი 15, ბრესტი 14, ცელიე 9 – კრიტიანსტადი 8, ზაგრები 7

ცელიე (სლნ) – რაინ ნეკარი (გერ) 37-31

სეგედი (უნგ) – ზაგრები (ხორ) 26-21

კრისტიანსტადი (შვდ) – კელცე (პოლ) 29-25

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 30-26

A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

ბოლო ტური – 8-12 მარტს

და ჯგუფებ. პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად (საპასუხო – 11 მარტს)

4 მარტი. მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – მონპელიე (საფ) 34-36

სოროკა 10 – ტრუხანოვიჩუსი 8, დოლენეცი, ფოსტენი, გრები 6

5 მარტი. ლა რიოხა (ესპ) – ნანტი (საფ) 25-31

ინუე 7 – გურბინდო 9, კლერი 8

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17,  ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. 9 ტური

1 ჯგუფი: ფერენცვაროში 14, ვარდარი 13, ბუდუჩნოსტი 12, მეცი 8 – ტიურინგერი 5, ასტრახანოჩკა 2

ტიურინგერი (გერ) – ფერენცვაროში (უნგ) 29-29

მეცი (საფ) – ვარდარი (მკდ) 42-28

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ასტრახანოჩკა (რუს) 38-20

2 ჯგუფი: დიორი 15, ლარვიკი 12, ბუკურეშტი 9, მიდტიულანდი 8 – კრიმი 6, ესბიერგი 4

ბუკურეშტი (რუმ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 28-26

მიდტიულანდი (დან) – ლარვიკი (ნორ) 24-28

დიორი ეტო (უნგ) – ესბიერგი (დან) 33-32

ბოლო ტური: 11-12 მარტს. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი

Leave a Reply