ხელბურთის ფედერაციის მორიგი ჯილდო

გეტებორგში, შვედეთი, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის გარდა, მიმდინარეობს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, სადაც საქართველოს ხელბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ დაასახელეს ტოპ-ორგანიზატორად.

ამჯერად სპეციალური დიპლომი გადმოგვეცა ივნისში დასრულებული IHF ერთა ჩემპიონატის საუკეთესო ორგანიზაციულ დონეზე ჩატარებისთვის. 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ფედერაციამ უმასპინძლა მსოფლიოსა და ევროპული ფედერაციების ეგიდით ჩატარებულ ათზე მეტ საერთაშორისო შეჯბრებას: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს (2017), ევროპის ჩემპიონატებს (2016, 2018, მესამე ანალოგიური შეჯბრება 2019 წელს, აგვისტოში გაიმართება), IHF ერთა ჩემპიონატსა და 2 ტროფის (2019; 2016 ქალები; 2016 კაცები, ქუთაისი), ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს (2015, ჭაბუკები, გოგონები), ევროპის ჩემპიონატის ორ შესარჩევ ტურნირს (2015 გოგონები, ქუთაისი;  2016) და ყველა მათგანი უმაღლეს  საორგანზაციო დონეზე ჩატარდა.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციაა გეტებორგის კონგრესზე წარმოადგენენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. მათ გამართეს სამუშაო შეხვედრები IHF პრეზიდენტ ჰასან მუსტაფასა და EHF პრეზიდენტ მიხაელ ვიდერერთან.

კონგრესზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო პანამერიკული კონფედერაციის ორ ნაწილად დაყოფა – ჩრდილოეთში მოხვდნენ ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები, ხოლო სამხრეთში – სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა. ასევე იმსჯელეს 2021 წლის მსოფლიოს კაცთა ჩემპიონატზე ეგვიპტეში, რომელშიც პირველად ითმაშებს 32 გუნდი. ჯერჯერობით განხილვაშია ტურნირის საბოლოო ფორმატის საკითხი და რომელი კონფედერაცია რამდენ დამატებით ადგილს მიიღებს 32-გუნდიან ფორმატში. ამ ტურნირის შესარჩევ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები 2019 წლის შემოდგომიდან ჩაებმება.

Leave a Reply