მეორე მოგება გეტებორგში

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე დაამარცხა ლუქსემბურგი (21-13), მძიმე ბრძოლაში წააგო ჰოლანდიასთან (19-22) და ხვალ, ბოლო მატჩი ფინეთთან აქვს.

ჩვენი გუნდი მე-17 ადგილისთვის იბრძვის. ესტონეთთან ჯგუფურ ეტაპზე მოგებული მატჩის შემდეგ (18-16) საქათველოს ნაკრებმა დღეს, მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში იოლად მოუგო ლუქსემბურგს, ხოლო შემდეგ ფრედ დაასრულა ტაიმი ჰოლანდიასთან, 10-10. მეორე ნახევარში მეტოქემ პერსონალურად აიყვანა ჩვენი ლიდერი კალანდაძე და 12-16 ჩამოვრჩით, თუმცა, გუნდმა რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა მინიმუმამდე და ბოლომდე ბრძოლაში იყო. საბოლოოდ, ჰოლანდიამ 22-19 მოიგო.

ფინალისტების ვინაობა გაირკვა. მასპინძელმა შვედეთმა 22-19 მოუგო ისლანდიას და ხვალ ოქროს მედლებისთვის ეთამაშება ფარერის კუნძულებს. ფარერელები მეორე ეტაპზეც აგრძელებენ სენსაციურ სვლას – მათ დღეს დაამარცხეს ბელარუსი (32-21) და უნგრეთი (22-20) და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ბრინჯაოს მედლისთვის ისლანდია და ბელარუსი იბრძოლებენ.

ბომბარდირთა სიას 7 თამაშში გატანილი 61 გოლით ლიდერობს ნიკოლოზ კალანდაძე. 2 გოლით ნაკლები აქვს ფარერელ ელიას სკიპაგოტუს.

ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

4 ივლისი, მეორე ეტაპი

17-20 ადგილები. ფინეთი 3, ჰოლანდია 3, საქართველო 2, ლუქსემბურგი 0

ჰოლანდია – ფინეთი 17-17, საქართველო – ლუქსემბურგი 2113

საქ: ალიევი, გორგოძიანი – კალანდაძე 8, ჟვანია 5, თურმანიძე 5, გაბაიძე 1, ნაწილაშვილი 1, კოხრეიძე 1, ხომერიკი, შუბითიძე, აფრიდონიძე, მუკბანიანი, ადამია, ფანცულაია, პატაშური, ბჟალავა

ლუქს: მაიერსი, კირცი – კლაუსი 7, ბრიტნერი 2, კრემერი 2, დელ როსო 1, ეტუტი 1, ბეი, ბონფო, ჰოჯიჩი, კირში, პეტერსი, პიკო, რიშარი, შტეფენი, ტრირვაილერი

მსაჯები: ფოტაკიდისი, კინაციდისი (საბ), დელეგატი: რეცი (შვც)

ფინეთი – ლუქსემბურგი 19-17, საქართველო – ჰოლანდია 19-22

საქ: ალიევი, გორგოძიანი – კალანდაძე 7, ჟვანია 4, ხომერიკი 3, აფრიდონიძე 2, თურმანიძე 1, შუბითიძე 1, პატაშური 1, კოხრეიძე, ადამია, ბჟალავა, მუკბანიანი, ნაწილაშვილი, გაბაიძე, ფანცულაია,

ჰოლ: ფერბერნი, ვან დერ ბარი – ბლაუ 11, რიკსტენი 5, კროლი 2, ფონ ზუნდერტი 2, კიპერსი 1, ვან დერ ლინდენი 1, დეიკსტრა, ხენენი, ხროტი, ჰოუტეპენი, ვან დერ კამპი, ნეფტი, ოლივასე, პეტერსი

მსაჯები: ბოსნიაკი, მარიჩი (ბოს), დელეგატი: დონვენი (ლუქს)

5 ივლისი: 10:30 ლუქსემბურგი – ჰოლანდია, 11:45 საქართველო – ფინეთი

21-24 ადგილები. ავსტრია 3, ესტონეთი 3, ბელგია 2, ბრიტანეთი 0

ესტ-ბრი 22-16, ავს-ბლგ 23-17, ბლგ-ბრი 31-14, ავს-ესტ 18-18, 5 ივლ: ავს-ბრი, ესტ-ბლგ

9-16 ადგილები, A ჯგუფი. შვეიცარია 5, რუსეთი 5, მონტენეგრო 1, რუმინეთი 1

შვც-რუს 20-20, რუმ-მნტ 20-20, შვც-მნტ 24-19, რუს-რუმ 25-21, შვც-რუმ 30-16, რუს-მნტ 26-19

9-16 ადგილები, B ჯგუფი. ნორვეგია 4, სლოვაკეთი 4, ისრაელი 2, პოლონეთი 2

სლკ-პოლ 32-21, ნორ-ისრ 18-17, პოლ-ნორ 27-18, სლკ-ისრ 22-18, ნორ-სლკ 19-16, ისრ-პოლ 24-16

1-8 ადგილები, A ჯგუფი. შვედეთი 5, ისლანდია 4, ჩეხეთი 3, იტალია 0

ისლ-იტა 22-19, შვდ-ჩეხ 25-25, შვდ-იტა 22-19, ისლ-ჩეხ 28-25, შვდ-ისლ 22-19, ჩეხ-იტა 25-20

1-8 ადგილები, B ჯგუფი. ფარერები 6, ბელარუსი 2, უნგრეთი 2, ესპანეთი 0

ფარ-ესპ 31-27, ბლრ-უნგ 31-24, ფარ-ბლრ 32-21, უნგ-ესპ 29-19, ფარ-უნგ 22-20, ესპ-ბლრ 31-29

5 ივლისი, ფინალები. 1-2 შვედეთი-ფარერები, 3-4 ისლანდია-ბელარუსი, 5-6 ჩეხეთი-უნგრეთი, 7-8 იტალია-ესპანეთი, 9-10 ნორვეგია-შვეიცარია, 11-12. სლოვაკეთი-რუსეთი, 13-14. ისრაელი-მონტენეგრო, 15-16. პოლონეთი-რუმინეთი

Leave a Reply