ჯგუფური ეტაპი მოგებით დავასრულეთ

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – 18-16 დაამარცხა ესტონეთი და ბრძოლას მე-17 ადგილისთვის აგრძელებს. 

დღის პირველ მატჩში ჩვენი ჭაბუკები ბოლომდე ებრძოლნენ ჯგუფის სენსაციურ გამარჯვებულს, ფარერის კუნძულებს, თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე სხვაობა 2 ბურთამდე დაიყვანეს (21-23), მაგრამ 23-28 დამარცხდნენ.

ესტონეთთან საქართველოს თავიდან ბოლომდე ლიდერობდა და თამაში მოგებამდე მიიყვანა, 18-16. ჩვენი ნაკრები ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა და სხვა ჯგუფების მეხუთეადგილოსან გუნდებთან, ლუქსემბურგთან, ჰოლანდიასთან და ფინეთთან ერთად მე-17-20 ადგილებისთვის ითამაშებს. 4 და 5 ივლისს საქართველოს ნაკრებს 3 თამაში ექნება ამ გუნდებთან.

ტურნირის ბომბარდირთა სიას 46 გოლით ნიკოლოზ კალანდაძე ლიდერობს.

ჩვენი ჯგუფიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ ფარერის კუნძულები და ესპანეთი, რომელმაც გადამწყვეტი მატჩი 22-21 მოუგო ნორვეგიას. სხვა ჯგუფებიდან ფინალურ ეტაპზე გავიდნენ შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, იტალია, უნგრეთი და ბელარუსი. 

ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

C ჯგუფი. ფარერები 8, ესპანეთი 8 – ნორვეგია 6, ისრაელი 6 – საქართველო 2 – ესტონეთი 0

3 ივლისი. საქართველო – ფარერები 23-28

საქ: ალიევი, გორგოძიანი – კალანდაძე 10, თურმანიძე 4, მუკბანიანი 2, კოხრეიძე 2, ნაწილაშვილი 2, ხომერიკი 1, აფრიდონიძე 1, ჟვანია 1, შუბითიძე, გაბაიძე, ადამია, ფანცულაია, პატაშური, ბჟალავა

ფარ: იაკობსენი, სილვურშტაინი – სკიპაგოტუ 10, მიტუნი 7, დუირჰუსი 5, ჰანსენი 3, გაინი 2, ტეიგუმი 1, ბიორგვინი, ელეფსენი, ფრუდალი, გილასონი, კარლსონი, ლუცენი, ოლაფსონი, სლუნე

მსაჯები: ფოტაკიდისი, კინაციდისი (საბ), დელეგატი: ბერნდტსონი (შვდ)

3 ივლისი. საქართველო – ესტონეთი 18-16

საქ: ალიევი, გორგოძიანი – კალანდაძე 9, თურმანიძე 4, შუბითიძე 2, აფრიდონიძე 1, კოხრეიძე 1, ჟვანია 1, ხომერიკი, მუკბანიანი, ნაწილაშვილი, ადამია, გაბაიძე, ფანცულაია, პატაშური, ბჟალავა

ესტ: ვალკი, ვოოლი – კრეეგიმაა 6, პერტელსონი 5, კოსმირაკი 2, მორგენსონი 2, სეერმანი 1, ბენსტრიომი, იაანისი, ლანდი, ლოპი, ლუუკი, მაკოვეი, რაინჰარტი, საკსინგი

მსაჯები: ბოსნიაკი, მარიჩი (ბოს), დელეგატი: ბერნდტსონი (შვდ)

A ჯგუფი. შვედეთი 9, ჩეხეთი 9 – შვეიცარია 5, რუსეთი 5 – ლუქსემბურგი 2 – ბრიტანეთი 0

B ჯგუფი. ისლანდია 8, იტალია 8 – რუმინეთი 7, მონტენეგრო 5 – ჰოლანდია 2  – ავსტრია 0

D ჯგუფი: უნგრეთი 8, ბელარუსი 8 – სლოვაკეთი 8, პოლონეთი 4 – ფინეთი 2 – ბელგია 0

მეორე ეტაპი, 4-5 ივლისი. 1-8, 9-16, 17-20, 21-24 ადგილები

Leave a Reply