წაუგებელი მხოლოდ მონპელიე და ვარდარია

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ქალთა ტურნირზე მეორე ჯგუფური ეტაპის 12 მონაწილე გამოვლინდა, კაცთა ტურნირში დაუმარცხებლად გამოსვლას ორი გუნდი აგრძელებს – 2017 წლის ჩემპიონი ვარდარი და მონპელიე. 

კაცები. 8 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-11-19-rewind-episode-08

ქალები. 6 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-11-19-rewind-women-episode-06

ვარდარმა შინ 30-26 დაამარცხა გერმანიის ჩემპიონი რაინ-ნეკარი და მომდევნო ტურში ამავე გუნდს მანჰაიმში ესტუმრება. ბარსელონა 28-31 დამარცხდა უნგრეთის სეგედთან და ჯგუფში მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო პარი სენ-ჟერმენმა ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო ვესპრემს, ამჯერად სტუმრად – 29-24.

A დს B ჯგუფებში კიდევ 6 ტურია სათამაშო, C და D ჯგუფებს კი 2-2 მატჩი დარჩათ და შეჯიბრებას დეკემბრის დასაწყისში მორჩებიან, თუმცა, D ექვსეულში მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ორივე გუნდის ვინაობა ცნობილია – რაც არ უნდა მოხდეს ბოლო 2 ტურში, პირველ ადგილზე მონპელიე დარჩება, მეორეზე – ზაპოროჟიეს მოტორი.

ქალებში მეორე ჯგუფური ეტაპი მთლიანად დაკომპლექტდა. ბოლო ტურის წინ გასათამაშებელი იყო სულ ორივე საგზური და ორივე შემთხვევაში ზედმეტი ნორვეგიული კლუბი აღმოჩნდა. კრისტიანსანდმა უშუალო კონკურენტთან, ბუდუჩნოსტთან 23-26 წააგო, ხოლო ლიგის 2011 წლის გამარჯვებული ლარვიკი ბოლო ტურში დაუსწრებელ ბრძოლაში დამარცხდა გერმანიის ტიურინგერთან იმის გამო, რომ პირად შეხვედრებში უარესი ბალანსი ჰქონდა: 27-31, 25-22.

ახლა 12 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გასასვლელად ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე   გააგრძელებს ისე, რომ პირველ ეტაპზე ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც გაიყოლებს: A ჯგუფის სამეული B ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდს შეხვდება, მეორე ჯგუფი კი C და D ჯგუფების გამარჯვებულებმა შეადგინეს. მეორე ეტაპს ქულათა მაქსიმუმით მხოლოდ სკოპიეს ვარდარი იწყებს. ტურნირი განახლდება  26 იანვრიდან, 1 დეკემბერს კი ქალთა მორიგი მსოფლიო ჩემპიონატი იწყება გერმანიაში.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

8 ტური, 16-19 ნოემბერი

A ჯგუფი: ვარდარი 15, რაინ-ნეკარი 11, ნანტი 11, ბარსელონა 10, სეგედი 9, კრისტიანსტადი 4, ვისლა 2, ზაგრები 2

ვარდარ სკოპიე (მკდ) – რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) 30-26

ბოროზანი 7, ჩუპიჩი 6, კრიშტოპანსი 5- ბაენა, შმიდი 5, სიგურდსონი 4

ნანტი (საფ) – ზაგრები (ხორ) 28-27

ბურიჩი 6, ლაზაროვი 5 – ბიჩანიჩი 6

სეგედი (უნგ) – ბარსელონა (ესპ) 31-28

ბალოგი 9 , სიგურმანსონი 6 – ნგესანი 7 , მემი 6

ვისლა პლოცკი (პოლ) – კრისტიანსტადი (შვდ) 25-25

დაშეკი 7 – სორენსენი 7

B ჯგუფი: პსჟ 14, ფლენზბურგი 12, ვესპრემი 11, კელცე 8, კილი 7, მეშკოვ ბრესტი 5, ცელიე 5, ოლბორგი 2

კელცე (პოლ) – ოლბორგი (დან) 28-27

ბელეცკი 7,  დუიშებაევი 6 – სმარასონი 6

ვესპრემი (უნგ) – პარი სენ-ჟერმენი (საფ) 24-29

ლეკაი 8, ილიჩი 7 – გენსჰაიმერი 10, კემპფი 6

ცელიე (სლნ) – კილი (გერ) 27-28

გ. მარგუცი, ვუიოვიჩი 5 – ეკბერგი 7, ვინჩეკი 6

ფლენზბურგი (გერ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 37-30

გლანდორფი 9 , სვანი 7, მაე 6 – შკურინსკი 6

AB: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: სკიერნი 12, ველენიე 10, ლეონი 10, ელვერუმი 8, შაფჰაუზენი 6, დინამო ბუკურეშტი 2

ველენიე (სლნ) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 33-29

შაფჰაუზენი (შვც) – ლეონი (ესპ) 23-24

სკიერნი (დან) – ელვერუმი (ნორ) 35-25

D ჯგუფი: მონპელიე 16, მოტორი 11 – ბეშიქთაში 7, სპორტინგი 6, მეტალურგი 5, ჩეხოვსკიე მედვედი 3

ბეშიქთაში (თურ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 32-29

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – სპორტინგი (პორ) 32-29

მონპელიე (საფ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 34-23

CD: 1-2 ადგილები მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთს ეთამაშებიან: C1-D2, D1-C2

9 ტური: 23-26 ნოემბერი

ქალები. ჩემპიონთა ლიგა. პირველი ჯგუფური ეტაპი. 6 ტური. 17-19 ნოემბერი

A ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 10, ნიუკობინგი 8, კრიმ მერკატორი 6 – გდინია 0

ნიუკობინგი (დან) – კრიმ მერკატორი (სლნ) 28-36

ი. ვესტბერგი 5 – ბენკო, კორენი 5

CSM ბუკურეშტი (რუმ) – გდინია (პოლ) 34-22

კურეა, ჰაგმანი 5- იანიშევსკა, ზიხი 4

B ჯგუფი: დიორი 10, როსტოვ-დონი 8, მიდტიულანდი 6 – ბრესტ-ბრეტონი 0

დიორი ეტო (უნგ) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 26-17

ბროკი 7, მორკი 5 – სანდი 4

როსტოვ-დონი (რუს) – მიდტიულანდი (დან) 27-20

პეტროვა 6 – ვ. კრისტიანსენი 10

C ჯგუფი: ვარდარი 12, ფერენცვაროში 8, ტიურინგერი 2 (31-27, 22-25) – ლარვიკი 2

ვარდარი (მკდ) – ტიურინგერი (გერ) 29-21

ლაკრაბერი 7, რადიჩევიჩი 6, კუზნეცოვა 5 – ლუზუმოვა 6

ლარვიკი (ნორ) – ფერენცვაროში (უნგ) 21-30

ტოლბრინგი 6 – ლუკაჩი 7, შაცლი 6

D ჯგუფი: მეცი 10, ბუდუჩნოსტი 6, ბიტიგჰაიმი 6 – კრისტიანსანდი 2

ბუდუჩნოსტი (მნტ) – კრისტიანსანდი (ნორ) 26-23

რაიჩევიჩი 7 – სულანდი 10

მეცი (საფ) – ბიტიგჰაიმი (გერ) 27-21

ზაადი 6 – როზემალენი 5

26 იანვრიდან: მეორე ჯგუფური ეტაპი. მეოთხედფინალში გავა 4-4 გუნდი

1 ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 6 ქულა, დიორი 6, როსტოვი 4, ნიუკობინგი 4, კრიმი 2, მიდტიულანდი 2

2 ჯგუფი: ვარდარი 8, მეცი 6, ფერენცვაროში 4, ბუდუჩნოსტი 4, ბიტიგჰაიმი 2, ტიურინგერი 0

Leave a Reply