ჩემპიონთა ლიგა თებერვლამდე დაისვენებს

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში თებერვლამდე არდადაგებია. A და B ჯგუფებში ლიდერობენ მაკედონიის ვარდარი და საფრანგეთის პსჟ, ხოლო C და D ჯგუფებში ასპარეზობა დასრულდა. მომდევნო ეტაპზე გავიდნენ მონპელიე, ზაპოროჟიე, სკიერნი და ლეონი.

10 ტური. მიმოხილვ.http://www.ehftv.com/int/video/2017-12-03-rewind-episode-10

ბოლო, 10 ტურში უნდა გარკვეულიყო C ჯგუფის ორი გამარჯვებული. სლოვენიის ველენიეს ქულა მაინც სჭირდებოდა დანიაში, მაგრამ სკიერნთან 20-35 დამარცხდა და პირველი ადგილი დაუთმო. ველენიეს 12 ქულა დარჩა და დამოკიდებული იყო ნორვეგიის ელვერუმისა და ესპანეთის ადემარ დე ლეონის მატჩის შედეგზე. ორივე გუნდი 10-10 ქულით იყო, მაგრამ ელვერუმს პლეიოფში გასვლის შანსი არ შერჩენოდა, რადგანაც უარყოფითი პირადი ბალანსი ჰქონდა სლოვენიელებთან. შესაბამისად, ლეონს მეტი მოტივაცია აღმოაჩნდა, სტუმრად 30-25 მოიგო, ველენიეს ქულებით დაეწია და ურთიერთშეხვედრებით აჯობა – (22-23, 28-24). ახლა, ვიდრე A და B ჯგუფებშიდარჩენილი 4 ტური გაიმართება, მონპელიე-ლეონი და სკიერნი-მოტორ ზაპოროჟიე ორმატჩიან პლეიოფს ითამაშებენ მერვედფინალში გასასვლელად.

A და B ჯგუფებში 7 გუნდს უკვე განაღდებული აქვს მერვედფინალში გასვლა. გერმანიის ჩემპიონი რაინ ნეკარი მოულოდნელად ზაგრებში დამარცხდა, 26-30, ხოლო ბარსელონამ ნანტთან წააგო, 25-29.

ტურნირი განახლდება თებერვალში, 12 იანვრიდან კი ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატია.

ხელბურთიჩემპიონთალიგა 2017-18. კაცებიჯგუფურიეტაპი

10ტური28 ნოემბერი – დეკემბერი

A ჯგუფი: ვარდარი 18 –ნანტი15, ბარსელონა 12, რაინნეკარი 12, სეგედი 9, კრისტიანსტადი 6 –ზაგრები 4, ვისლა 4

ზაგრები (ხორ)რაინნეკარ ლიოვენი (გერ) 30-26

ჰორვატი 8, ბიჩანიჩი 5 – სიგურდსონი 9

სეგედი (უნგ)ვისლა პლოცკი (პოლ) 24-25

ბალოგი 6, ბოდო 5 – დე ტოლედო 7

ვარდარი (მკდ) – კრისტიანსტადი (შვდ31-15

ნანტი (საფბარსელონა (ესპ29-25

ბალაგერი 5 – მემი 7

B ჯგუფი: პსჟ 18 –ფლენზბურგი 14, ვესპრემი 13კილი 11, კელცე8, მეშკოვბრესტი 7 –ცელიე 5, ოლბორგი 4

ფლენზბურგი (გერ)კილი (გერ) 30-33

ვანე 7, გლანდორფი 6 –  დისინგერი 7, ლ. ნილსონი 6

პარი სენჟერმენი (საფ)ოლბორგი (დან) 31-28

გენსჰაიმერი 10, ნ. კარაბატიჩი 6 – ინსენი 9, იულ-ლასენი 7

ვესპრემი (უნგკელცე (პოლ) 31-26

ა. ნილსონი 8 – იურეცკი 9

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ცელიე (სლნ29-24

AB: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში. ტურნირი განახლდება თებერვალში

C ჯგუფისკიერნი 16, ლეონი 12 (22-23, 28-24) – ველენიე12 –ელვერუმი10, შაფჰაუზენი8, დინამობუკურეშტი 2

შაფჰაუზენი (შვცდინამობუკურეშტი (რუმ) 27-25

სკიერნი (დან)ველენიე (სლნ) 35-20

ელვერუმი (ნორ) – ლეონი (ესპ) 25-30

D ჯგუფი: მონპელიე 16, მოტორი15ბეშიქთაში 11, სპორტინგი 8, მეტალურგი 5, ჩეხოვსკიე მედვედი 3

სპორტინგი (პორ)მეტალურგსკოპიე (მკდ) 31-27

მოტორზაპოროჟიე (უკრმონპელიე  (საფ) 31-30

ბეშიქთაში (თურჩეხოვსკიემედვედი (რუს) 33-29

პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: ლეონი-მონპელიე, მოტორი-სკიერნი: 21-25.02-28.02-04.03

Leave a Reply