ქართული გოლები პორტუგალიის გრანდებს  

ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელებიდან გუშინ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი ჰქონდა ერეკლე არსენაშვილის კლუბ ბრაგას, რომელიც ლისაბონში 26-30 დამარცხდა ქვეყნის ჩემპიონ სპორტინგთან. არსენაშვილმა 4 გოლი გაიტანა.

მეოთხე თამაშში ბრაგას მეორედ მოუწია ჩემპიონატის ფავორიტ კლუბთან თამაში – როგორც ბენფიკასთან, მეორე ტურის მატჩში (5 გოლი), ქართველი ხაზის მოთამაშე სპორტინგთანაც ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში – ამჯერად მან 4 გოლი გაიტანა, თუმცა, მატჩის მიწურულს მესამე ორწუთიანი სასჯელი მიიღო და თამაში ნაადრევად დატოვა.

იქამდე, მესამე ტურში ბრაგამ პირველი მატჩი მოიგო – შინ გაიასთან. არსენაშვილმა გაიტანა 2 გოლი და სულ 4 თამაშში 11 შედეგიანი დარტყმა აქვს, კლუბს კი – 7 ქულა (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება). მომდევნო ტურში, 21 სექტემბერს, ბრაგა უმასპინძლებს ჰორტას. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 უძლიერესი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ხელბურთი. პორტუგალა, ანდებოლ 1 ლიგა. 4 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1.პორტუ 12 (4), 2. სპორტინგი 12 (4), 3. ბელენენსეში 9 (4), 4. ბენფიკა 7 (3), 5. ბრაგა 7 (4), 6. მადეირა 7 (3)

7. ბოავიშტა 5 (3), 8. გაია 5 (3), 9. ავანკა 4 (2), 10. აგუაშ სანტაში 4 (2), 11. ჰორტა 4 (2), 12. მაია-ისმაი 3 (3), 13. ვიტორია 3 (3), 14. ბოა ჰორა 2 (2)

Leave a Reply