ფინალში იტალია და ბელარუსი გავიდნენ  

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ გავიდნენ იტალია და ბელარუსი. იტალიამ 29-23 დაამარცხა შვეიცარია, ბელარუსმა 32-30 მოუგო მაკედონიას. საქართველოს ნაკრებმა ძირითადი დრო ფრედ ითამაშა ფარერებთან (27-27), შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ კი 30-32 დამარცხდა. ხვალ შეჯიბრება სრულდება.  საქართველოს ნაკრები 12 საათზე მე-7 ადგილისთვის ეთამაშება ფინეთს. ფინალი 18 საათზეა. 

საქართველო-ფარერების მატჩი იყო პირველი,  რომლის გამარჯვებულიც პენალტების სერიამ გამოვლინა. ძირითადი დრო ფრედ 27:27 დასრულდა.

ფარერელებმა ინიციატივა თავიდანვე იგდეს ხელთ, დაცვაში საიმედოდ შეტევაში კი მწვავედ და პირველი ტაიმი 17:12 მოიგეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში სულ სხვა ხელბურთი შესთავაზა ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილ მაყურებელს. ტურნირის მასპინძლებმა მნიშვნელოვნად გამოასწორეს როგორც დაცვა ასევე შეტევა და მე-42 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ მეტოქეებმა 9-ჯერ გაათანაბრეს ანგარიში. გუნდები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს, შეხვედრა ემოციური და სანახაობრივი გამოდგა.

პენალტების სერიაში ფარერელებმა იყოჩაღეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფარერებიდან გუნდის აშკარა ლიდერი, უკანახაზელი ელიას სკიპაგოტუ დაასახელეს, რომელმაც 13 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან ხაზის მოთამაშე გიორგი ლაპიაშვილი — 8 გოლი.

ტურნირის ბოლო დღეს ფარერების ნაკრები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს, ხოლო საქართველო მეშვიდესთვის.

ბირგირ ჰანსენი, ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელი: – ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სანახაობრივი თამაში გამოვიდა, რომლის მეორე ტაიმიც მეტად დაძაბული იყო. პირველ ტაიმში გაგვიადვილდა, მეორეს დასაწყისში კი ორ-ორი წუთით ბევრი ხელბურთელი გაგვიძევეს, რამაც ჩვენი თამაში ჩაშალა. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ჩემს გუნდს ათიდან ათს დავუწერდი.

ტიტე კალანდაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: – პირველი 15 წუთი ბიჭები წნეხის ქვეშ თამაშობდნენ, რადგან არ იცნობდნენ მოწინააღმდეგეს და როდესაც მიხვდნენ, რას წარმოადგენდნენ, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ფორით დავაწყებინეთ პირველი 15 წუთი. წარმოიდგინეთ, რომ პირველი 15 წუთი არ გვითამაშია. ეს რისი ბრალია? გამოუცდელობის. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ყველა გუნდს, რომ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ. ბიჭებს ბოლო 40 წუთში 10-დან 10 დავუწერ და არ დავეთანხმები არბიტრების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ბოლო შეტევაში არასწორად დაგვაჯარიმეს. 

გიორგი ლაპიაშვილი: – თამაში დავიწყეთ ძალიან ცუდად. მივეცით მოწინააღმდეგეს საშუალება წინ გასულიყო. შემდეგ ვიბრძოლეთ, ამოვქაჩეთ, 2 ბურთითაც წინ გავედით, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ გაგვემარჯვა.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში – თბილისი, 10-19 აგვისტო

18 აგვისტო, შაბათი.  ნახევარფინალი

9-11 ადგილები. ლიტვასაბერძნეთი 19-25

5-8 ადგილები.  ფარერები-საქართველო 32-30 (27-27)

ფარ: იაკობსენი, კრისტიანენი – სკიფაგოტუ 13, ტეიგუმი 6, რაგნარსონი 6, მიკელსენი 2 კრაგესტეენი 2, მიტუნი 2, ჰეიგუმი 1, საკარისონი, ფრიდუსონი, მრდალო, რასმუსენი, ჰანსენი, დანიელსენი, სიუდარსონი

საქ: სილაგაძე, დიხამინჯია – ცხოვრებაძე 11, ლაპიაშვილი 8, კალანდაძე 5, კუხალაშვილი 3, ნიაზაშვილი 2, ძნელაძე 1, ქათამაძე,  ხელაძე, ასაბაშვილი, გველესიანი, ჩადუნელი, კახოშვილი, ლ. იმნაძე, დგებუაძე

მსაჯები: ივ სხოლსი (ჰოლანდია), სიგუდ თომასენი (ბელგია)

5-8 ადგილები. ლუქსემბურგი-ფინეთი 33-26

1-4 ადგილები.  შვეიცარია-იტალია 23-29

1-4 ადგილები. მაკედონია-ბელარუსი 30-32

19 აგვისტო, კვირა. ფინალი

11 ადგილი: ლიტვა

10:00 9-10 ადგილები. ესტონეთი- საბერძნეთი

12:00 7-8 ადგილები. საქართველო-ფინეთი

14:00. 5-6 ადგილები. ფარერები-ლუქსემბურგი

16:00. მესამე ადგილისთვის. შვეიცარია-მაკედონია

18:00 ფინალი. იტალია-ბელარუსი

ჩემპიონატი ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი:

მაივიდეოს სპეციალური არხი: http://www.myvideo.ge/tv/xelburti

იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/

აგრეთვე: https://www.ehftv.com/int/

ჩემპიონატი ავსტრიაში – ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო

ნახევარფინალი. 9-12. ირლანდია-ბულგარეთი 12-36, ბრიტანეთი-კოსოვო 23-31

5-8. მონტენეგრო-სლოვაკეთი 24-25, უკრაინა-ლატვია 35-23.

1-4. თურქეთი-ავსტრია 18-31, ჩეხეთი-ჰოლანდია 28-18

ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის M20 Euro-ზე თამაშის უფლებას.

M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი9-19 აგვისტო

ნახევარფინალი. 13-16. ისრაელი-პოლონეთი 30-20, რუსეთი-რუმინეთი 35-26

9-12. ნორვეგია-სლოვენია 19-28, უნგრეთი-პორტუგალია 24-22

5-8. საფრანგეთი-ესპანეთი 20-23, გერმანია-სერბეთი 32-27

1-4. დანია-შვედეთი 22-31, ისლანდია-ხორვატია 30-26

ფინალი, ისლანდია-შვედეთი 19 ნოემბერს.

15-16 ადგილებზე გასული გუნდების, რუმინეთისა და პოლონეთის ადგილს   2020 წლის 20-წლამდელთა ევროზე დაიკავებენ თბილისის და ტულნის ტურნირის გამარჯვებულები.

W18 მსოფლიო ჩემპიონატი. პოლონეთში

ნახევარფინალი, 18 აგვისტო. უნგრეთი-კორეა 34-29, რუსეთი-შვედეთი 29-23

Leave a Reply