ფინალში ბათუმი და პეგასი ითამაშებენ  

საქართველოს თასის ფინალში ითამაშებენ ქვეყნის ჩემპიონი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და თბილისის პეგასი. ბათუმელებმა ნახევარფინალში 28-21 მოუგეს თელავის იმედს, ხოლო პეგასმა აჯობა სპორტის უნივერსიტეტის გუნდს – 39-16. 

ორივე გუნდს აქამდე თითოჯერ უთამაშია ფინალში. 2014 წელს პეგასი სამტრედიასთან დამარცხდა, ხოლო 2015 წელს შავი ზღვის ბიჭებმა მოუგეს სტუ-ს და თასის ბოლო მფლობელებიც სწორედ ისინი არიან.    

სეზონის დასაწყისში ყველა გუნდის თამაში დაულაგებელია, თუმცა, ბათუმმაც და პეგასმაც ფინალისტობა სრულიად დაიმსახურეს. ბათუმი მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა საქართველოს 2017 წლის ჩემპიონს, იმედს. შესვენებაზე 14-11 იყო, შემდგომ იმედმა რამდენჯერმა დაიყვანა სხვაობა ორამდე, მაგრამ ტაიმის შუაში მეტოქე გაექცა (17-25) და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. პეგასმა სრულად უპრობლემოდ დაამარცხა დებიუტანტი სპორტუნი, რომელსაც არ ჰყავდა ლიდერი, გ. იობაშვილი, მეკარე ხარაიშვილმა კი 23(!) დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფავორიტმა პეგასმა მაინც ბევრით მოიგო.

ფინალი 14 საათზე დაიწყება. ყველა თამაში რეპორტაჟი და ჩანაწერი ხელმისაწვდომია ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/ და იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ხელბურთი. საქართველოს თასი 2018. კაცები. არენა 2

26 სექტემბერი, ნახევარფინალი

სტატისტიკა: გოლი(მოგერიება)/დარტყმა/შეცდომა/ორწუთიანი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი 28-21

ბათ: ტორონჯაძე (2)/11, ხანდოლიშვილი (7)/17, ვარშალომიძე (1)/3 – ტალახაძე 6/7/6, აბრამიშვილი 5/6, ტიელიძე 4/10, სიმონია 4/8/2/1, გოგოლაძე 4/7, კოხრეიძე 4/6/4, თევზაძე 1/1, სურმავა 0/1, წივწივაძე 0/2/2, ბერძენიშვილი -/-/-/1

თელ: ცინცაძე (13)/40, ხიდეშელი (1)/2 – ყორიაული 8/15/1, მიქავა 4/7/4, იობაშვილი 3/6/-/2, გოგალაძე 2/4/2/1, ბაინაზიშვილი 2/3/5, ცისკარიშვილი 1/3/1, მჭედლური 1/1, დოლმაზაშვილი 0/1, გავაშელიშვილი 0/1/2, აბდულაევი

მსაჯები: რ. ლოშაკი, ა. შაიბაკოვი (უკრ)

სპორტუნი – პეგასი 16-39

სპ: ხარაიშვილი (23)/62- აბჟანდაძე 4/11/3/1, კორსანტია 2/8/3/1, ჭელიძე 2/6/12/1, თიგიშვილი 2/3/3, აბაშიძე 2/8/2, ჩაკვეტაძე 1/1/1/1, მანჯავიძე 2/4/1, ერისთავი 1/5/2, გურასპაული 0/2/3, გულდედავა 0/1/2, ბურდულაძე 0/1/5

პეგ: დიხამინჯია (8)/16, გორგოძიანი (7)/15 – ზარნაძე 9/12/2/1, ლაპიაშვილი 6/8/2, კუხალაშვილი 4/10, ბაძაღუა 4/7/2, კოხრეიძე 4/6, ქათამაძე 3/7/1,  გვაზავა 3/8/3/2, კალანდაძე 2/2/2, ასაბაშვილი 2/2/1/1, გრიშიკაშვილი 1/3, ჟვანია 1/2, პატაშური 0/1, დგებუაძე -/-/3

მსაჯები: ი. ჭკუასელი (თბილისი), გ. გველესიანი (წყალტუბო)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ. მარგიანი

27 სექტემბერი, ფინალი

14:00 BSB ბათუმი – პეგასი

Leave a Reply