პეგასისა და თელავის მორიგი მოგებები

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში მეორე წრე დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოს ოთხმა გუნდმა. დღეს თბილისის სპორტის სასახლეში თელავის სტუ-იმედმა 39-33 დაამარცხა გორი, ხოლო პეგასმა 51-36 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს. 

გამარჯვებული გუნდები ხვალ მეტოქეებს გაცვლიან ზეგ კი ერთმანეთში აქვთ ამ ტურის ცენტრალური თამაში.

გორი თავიდან 8-2 დაწინაურდა სტუ-იმედთან და მწვრთნელებს ტაიმაუტი დასჭირდათ გუნდის გამოსაფხიზლებლად. იმედი მალევე დაეწია მეტოქეს, ტაიმი 21-17 მოიგო, მაგრამ ამის შემდეგაც, კარგა ხანს ბრძოლა იყო და საბოლოო ანგარიშიც საბრძოლო გამოვიდა – 39-33. 

პეგასი თავიდან ბოლომდე უგებდა სპორტის უნივერსიტეტს, რომელსაც შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავს და ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა. ტაიმი პეგასმა 26-16 მოიგო, შემდეგ კი მწვრთნელებმა ყველას მისცეს თამაშის საშუალება, რის შემდეგაც სხვაობა ხუთით გაიზარდა: 51-26.  

ხვალ  თბილისის სპორტის სასახლეში თამაშობენ: 16:00 იმედი-სტუ თელავი – სპორტუნი, 18:00 პეგასი – გორი. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

https://www.facebook.com/GEONHF/

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 5 თებერვალი

გორი – იმედი-სტუ თელავი 33-39

გორ: თითირაშვილი – დალაქიშვილი 11, მჭედლიშვილი 8, ახალბედაშვილი 5, ზუბიაშვილი 3, ნიაზაშვილი 3, გუდურაშვილი 2, ტარუაშვილი 1,  ხუბულური

თელ: ხიდეშელი, ცინცაძე – ყორიაული 10, ზ. იობაშვილი 7, მიქავა 7, დოლმაზაშვილი 7, გოგალაძე 3, ბაინაზიშვილი 2, კორსანტია 1, გავაშელიშვილი 1, ბერაძე 1, მაისაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, დელეგატი: ლ. მარგიანი

სპორტუნი – პეგასი 36-51

სპ: ხარაიშვილი – ჩიკვილაძე 11, გ. იობაშვილი 6, ერისთავი 5, ჭელიძე 4, ზურაბიანი 4, აბაშიძე 3, თიგიშვილი 2, ცხვარაშვილი 1, ჩაკვეტაძე, გურასპაული, დელიბაშვილი

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – კუხალაშვილი 9, კალანდაძე 9, ბაძაღუა 8, ზარნაძე 6, კოხრეიძე 6, ჟვანია 4, ჭანტურია 3, გვაზავა 2, პატაშური 2, გრიშიკაშვილი 1, შუბითიძე 1, მდივანი   

მსაჯები: ი.ჭკუასელი – გ. გველესიანი, დელეგატი: მ. ჩიხლაძე

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—10—9—0—1—432-275–18

ქუთაისი——-10—8—0—2—394-280–16

პეგასი———–8—6—0—2—349-237–12

იმედი-სტუ—–8—6—0—2—274-239–12

გორი————8—3—0—5—281-328—6

სპორტუნი——8—2—0—6—257-348—4

სამტრედია—-10—1—1—8—272-378—3

წყალტუბო—-10—0—1—9—237-411—1

6 თებერვალი

16:00 იმედი-სტუ თელავი – სპორტუნი

18:00 პეგასი – გორი

7 თებერვალი

16:00 სპორტუნი – გორი

18:00 პეგასი – იმედი-სტუ თელავი

Leave a Reply