პალმარსონი ბარსელონაში გადადის

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ქალებმა მესამე ტური გამართეს, კაცები კი სანაკრებო პაუზის გამო ისვენებდნენ, თუმცა, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: გამოცხადდა, რომ  მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი, ისლანდიელი აარონ პალმარსონი უნგრული ვესპრემიდან ესპანურ ბარსელონაში გადადის. 

27 წლის პალმარსონი 2009-15 წლებში გერმანიის კილში თამაშობდა, ბოლო ორი სეზონი კი ვესპრემში გაატარა და აქვე იყო ამ სეზონის დასაწყისში, თუმცა ლიგაში არ უთამაშია, რადგანაც კლუბს ბარსელონასთან მოლაპარაკება ჰქონდა. თუ ყველა ფორმალობა მოგვარდა, პალმარსონს ახალ კლუბში თამაში უკვე ლიგის მეექვსე ტურში, ბარსელონა-ზაგრების მატჩში შეეძლება.

ქალები. 3 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-10-22-rewind-women-episode-03

ქალთა მესამე ტურში კი დამარცხდა ორივე მთავარი ფავორიტი. 2017 წლის ჩემპიონს, უნგრეთის დიორს როსტოვში აკლდა ძირითადი გამთამაშებელი, ჰოლანდიელი კორნელია ხროტი და 22-23 წააგო რუსი და უცხოელი ვარსკვლავებით დაკოპლექტებულ რუსეთის ჩემპიონთან. 2016 წლის ჩემპიონის, CSM ბუქარესტის ლიდერმა, ქრისტინა ნიაგუმ მხოლოდ 2 გოლი გაიტანა დანიაში, ლიგის დებიუტანტ ნიუკობინგთან და მისი კლუბი 22-25 დამარცხდა.

ქალთა ხელბურთისთვის უიშვიათესი შემთხვევა მოხდა საფრანგეთში, სადაც ბრესტ-ბრეტონისა და მეორე დანიური ლუბის, მიდტიულანდის მატჩში 60 წუთის გასვლის შემდეგ ანგარიში 22-22 იყო, მაგრამ დანიელმა ლუიზ ბურგორმა პირდაპირ ცხრამეტრიანიდან გაიტანა გამარჯვების გოლი.

ქალების ტურნირში მაქსიმუმი, 6-6 ქულა მხოლოდ ორ კლუბს, შარშანდელ ფინალისტს, სკოპიეს ვარდარს და საფრანგეთის მეცს აქვს. ამ უქმეებზე შესვენებაა, ნოემბერში კი ქალები მეორე წრის 3 ტურს გამართავენ და მეორე ჯგუფური ეტაპის 12 მონაწილეს გამოავლენენ.

ქალები. ჩემპიონთა ლიგა. პირველი ჯგუფური ეტაპი.

მესამე ტური. 20-25 ოქტომბერი

A ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 4, ნიუკობინგი 4, კრიმ მერკატორი 4, გდინია 0

ნიუკობინგი (დან) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 25-22

კ. კრისტიანსენი, ვესტბერგი 6 – გულდენი 6, ფრაფიორდი 4

გდინია (პოლ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 19-29

B ჯგუფი: დიორი ეტო 4, როსტოვ-დონი 4, მიდტიულანდი 4, ბრესტ-ბრეტონი 0

ბრესტ-ბრეტონი (საფ) – მიდტიულანდი (დან) 22-23

გაიგერი 5, ტისიე 4 – ბურგორი 10, ვ.კრისტიანსენი 7

როსტოვ-დონი (რუს) – დიორი ეტო (უნგ) 23-22

როდრიგეს-ბელო 7, კაბრალი 4 –  ოფტედალი 5, ამორიმი 4

C ჯგუფი: ვარდარი 6, ფერენცვაროში 4, ტიურინგერი 2, ლარვიკი 0

ლარვიკი (ნორ) – ვარდარი (მკდ) 19-31

ე. კრისტენსენი 4 – პენეზიჩი, რისტოვსკა 6, ლეკიჩი 5

ტიურინგერი (გერ) – ფერენცვაროში (უნგ) 25-29

ლუზუმოვა 10 – პენია 9, კოვაჩიჩი 8

D ჯგუფი: მეცი 6, კრისტიანსანდი 4, ბუდუჩნოსტი 2, ბიტინგჰაიმი 2

მეცი (საფ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 27-23

გროსი 10, შმიტსი 7 – ლასლო 7

კრისტიანსანდი (ნორ) – ბიტინგჰაიმი (გერ) 24-29

იონასენი, ჟ.კრისტიანენი 5 – ნაიძინავიჩუსი 9, ლაუენროტი 7

1-3 ადგილები ერთმანეთში დაგროვილი ქულებით გადიან მეორე ჯგუფურ ეტაპზე

4 ტური: 1-6 ნოემბერი

Leave a Reply