ოლიმპიადის საგზურები გათამაშდა

კვირას დასრულდა ოლიმპიადის შესარჩევი 3 ტურნირი ქალთა ხელბურთში და ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრებიც მონაწილეობდა. 

ჩვენი გოგონების გუნდმა ორივე მატჩი წააგო, ხოლო ჩვენი ჯგუფიდან ფინალში გავიდა მონტენეგრო, რომელმაც 24-20 დაამარცხა უკრაინა. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპიდან 12 გუნდი გამოვა.

ოლიმპიადის კვალიფიკაციაში სამ ტურნირად დაყოფილი 12 გუნდი თამაშობდა. რუსეთში, მასპინძლებმა პირველივე დღეს, უმძიმეს ბრძოლაში, ბოლო წუთზე დაამარცხეს პოლონეთი, 27-25. მეორე დღეს პოლონელებმა შვედებთანაც წააგეს, 24-30 და საგზურები ვადამდე მოიპოვეს რუსეთმა და შვედეთმა.

დანიაში ორივე მატჩი წააგო მასპინძელმა გუნდმა – რუმინეთთან 25-32 და მონტენეგროსთან – 22-26 და ორივე საგზურის მფლობელი აქაც ორი დღის შემდეგ გაირკვა – რუმინეთი და მონტენეგრო.

საფრანგეთში პირველობა ვადამდე გაინაღდა მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა, ჰოლანდიამ, ვინც პირველ დღეს მასპინძლები დაამარცხა – 24-17, ხოლო შემდეგ იაპონიას მოუგო – 33-25. მეორე საგზურისთვის ფრანგებმა იაპონელებს აჯობეს – 25-17.

ხელბურთი. ქალები. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი (გადის 2-2 გუნდი). 18-20 მარტი

რუსეთში. რუსეთი (6) – (4) შვედეთი 37-29, პოლონეთი (2) – (0) მექსიკა 36-14

დანიაში. რუმინეთი (5) – (5) მონტენეგრო 23-23, დანია (2) – (0) ურუგვაი 38-17

საფრანგეთში. ჰოლანდია (6) – (0) ტუნისი 46-20, საფრანგეთი (4) – (2) იაპონია 25-17

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა. 5-21 აგვისტო: ბრაზილია (მასპინძელი), ნორვეგია (მსოფლიო ჩემპიონი), ესპანეთი (ევროპა), კორეა (აზია), არგენტინა (ამერიკა), ანგოლა (აფრიკა), ჰოლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შვედეთი, მონტენეგრო, საფრანგეთი   

ხელბურთი. 2016 მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაქალები, 20 წ. 18-20 მარტი

7 ჯგუფი. ბელო პოლე, მონტენეგრო

18 მარტისაქართველო-მონტენეგრო 14-29

19 მარტიუკრაინა-საქართველო 43-21

20 მარტიმონტენეგრო-უკრაინა  24-20

მონტენეგრო 4 – უკრაინა 2, საქართველო 0

1 ჯგ, ხორვატიაში.  ხორვატია (6 ქ) – (2) საბერძნეთი 22-16, ნორვეგია (4) – (0) შვეიცარია 36-18

2 ჯგ, ჩეხეთში. გერმანია (6) – (1) ლიტვა 33-12, ჩეხეთი (4) – (1) ბულგარეთი 41-20

3 ჯგ, ისლანდიაში. უნგრეთი (6) – (1) ბელარუსი 37-23,  ისლანდია (2) – (3) ავსტრია 22-25

4 ჯგ, სერბეთში. ჰოლანდია (5, +41) – (0) ბოსნია  50-13,  სერბეთი (5, +15) – (2) პორტუგალია 22-21

5 ჯგ, საფრანგეთში. საფრანგეთი (6) – (2) მაკედონია 33-21, სლოვენია (4) – (0) ისრაელი  30-15

6 ჯგ, პოლონეთში.  ესპანეთი (6) – (2) თურქეთი 29-20,  პოლონეთი (4) – (0) სლოვაკეთი 31-21

ჯგუფიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 2-7 ჯგუფებიდან – 1ფინალური ტურნირიაგვისტო, რუსეთი  (უკვალიფიკაციოდ ითამაშებენ დანიარუმინეთირუსეთიშვედეთი).

Leave a Reply