კილმა პლეიოფი წაგებით დაიწყო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალის პირველი მატჩები გაიმართა – სულ 6 მატჩი, რადგანაც ბარსელონა და პსჟ პირდაპირ მეოთხედფინალში არიან გასულები. ყველაზე დრამატულ შეხვედრაში უნგრეთის სეგედმა 33-29 მოუგო გერმანიის ჩემპიონ კილს.

55-ე წუთზე მარკო ვუინის დარტყმის შემდეგ კილმა ანგარიში გაათანაბრა (29-29), მაგრამ ბოლო 5 წუთში 4 უპასუხო გოლი მიიღო ანტონიო და რობერტო გარსიების, გაბორ ანჩინისა და ნიკო მინდეხიასგან და 29-33 წააგო. ამ გუნდების საპასუხო მატჩი ყველაზე ადრე, ოთხშაბათს გაიმართება, დანარჩენი 5 თამაში კი შაბათ-კვირასაა.

პლოცკის ვისლამ ასევე ზედიზედ 4 გოლი გაუტანა თამაშის მოიწურულს სკოპიეს ვარდარს და თითქმის წაგებული მატჩი (26-30) გააფრევა. ვარდარი საპასუხო შეხვედრაში მაინც ფავორიტად რჩება, ისევე როგორც, ვესპრემი, ფლენზბურგი, რაინ-ნეკარი და კელცე – ამ ოთხმა გუნდმა სტუმრად მოიგო პირველი მატჩები.

მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-15

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16, კაცები

მერვედფინალი (16-20, 23-27 მარტი). პირველი მატჩები

ვისლა პლოცკი (პოლ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 30-30 (26.03)

როჩა 7, რაკოტეა, ტარაბოკია 6 – კარაჯიჩი 6, ჯინდრიჩი 5

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – ვესპრემი (უნგ) 24-29 (26.03)

სოროკა 7, ბურკა 4 – გ. მარგუცი, სულიჩი 5, ილიჩი, ნადი 4

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ვივე კელცე (პოლ) 28-32 (26.03)

ატმანი 7, სტოიკოვიჩი 5 – მ. იურეცკი 10, ბელეცკი 8

მონპელიე (საფ) – ფლენზბურგი (გერ) 27-28 (27.03)

გაიჩი 6, გაბერი 5 – მოგენსენი, სვანი 5, გლანდორფი, ლაუგე, ჰ. ტოფტი 4

ზაგრები (ხორ) – რაინ-ნეკარი (გერ) 23-24 (27.03)

ჰორვატი 6, პავლოვიჩი, შებეტიჩი 5 – გენსჰაიმერი 7, მენსა 6

პიკ სეგედი (უნგ) – კილი (გერ) 33-29 (23.03)

ანჩინი 6, ვრანიეში 5 – კანელასი, ვუინი 6

მეოთხედფინალი (20-24 აპრილი, 27 აპრილი- 1მაისი)

ზაგრები/რაინ-ნეკარი –  პსჟ

სეგედი/კილი – ბარსელონა

ვისლა/ვარდარი – მოტორი/ვესპრემი

მონპელიე/ფლენზბურგი – ბრესტი/კელცე

ოთხთა ფინალი 28-29 მაისს კიოლნში (გერ)

Leave a Reply