უკრაინამ მეტით მოგვიგო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ოცწლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა 21-43 წააგო უკრაინასთან. პირველ დღეს ჩვენი გუნდი 14-29 დამარცხდა მასპინძელ მონტენეგროსთან. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

საქართველოს ნაკრებმა პირველ დღესთან შედარებით მეტი გაიტანა, მაგრამ მეტიც გაუშვა და უარესი სხვაობით წააგო. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ უკრაინის გუნდი ძირითადად 1996 წლებში დაბადებულებისგან შედგებოდა, როგორც ტურნირის რეგლამენტითაა გათვალისწინებული და ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო მონტენეგროზე, სადაც 1997-99 წლებში დაბადებული გოგონები იყვნენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გუნდი 1998-99 წლიანებისგან შედგება და რამდენიმე ამაზე უმცროსიცაა, ხოლო მონტენეგროში სათამაშო გამოცდილების დასაგროვებლად ჩავიდა, თანაც აკლდა სამი დაშავებული ლიდერი, კუნელაშვილი, გადელია და ვენეცკი. გოგონათა ნაკრებს შემდეგი ტურნირი ექნება შვედეთში,

სადაც ივლისში იმართება ევროპის ღია პირველობა ყველა უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით. ასაკობრივი კატეგორია უკვე ჩვენი გუნდის შესაფერისი იქნება – თვრამეტწლამდელები.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ გამთამაშებელი ანა ყველაშვილი და პივოტი მედეა ჩოხელი – 7-7 გოლი, პირველი ტაიმი კი 7-23 წავაგეთ. კვირას ტურნირი მონტენეგრო-უკრაინის მატჩით დასრულდება და მოგებული ფინალური ტურნირის საგზურსაც მიიღებს.

ხელბურთი. 2016 მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაქალები, 20 წ. 18-20 მარტი

7 ჯგუფი. ბელო პოლე, მონტენეგრო

19 მარტიუკრაინასაქართველო 43-21

უკრ: გლადუნი, ჰუნკო – კონოვალოვა 10, დავიდიანცი 5, პოლიაკი 5, პოცელუევა 5, ჩერვიაკოვა 4, მარკევიჩი 4, რუდკო 4, კოსიკი 3, მელეკეშცევა 2, კ. ჰრეჩკა 1, მ. ჰრეჩკა, საბოვა – მწვ. მილოსლავსკი, ნადიჩი, პროკოპოვიჩი

საქ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია – ყველაშვილი 7, ჩოხელი 7, ქიტესაშვილი 3, ჩოგოვაძე 2, ღვალაძე 2, გაგნიძე, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე – მწვ. გვაზავა, ჭკუასელი, მარგიანი

მსაჯები: მანეა, ილიესკუ (რუმ), დელეგატი: დიმკოვა (ბულ), 100 მაყურებელი

18 მარტისაქართველო-მონტენეგრო 14-29

20 მარტი, 14:00 მონტენეგრო-უკრაინა

ჯგუფი: ხორვატია (4 ქულა)- (0) შვეიცარია 33-18, ნორვეგია (2) – (2) საბერძნეთი 33-11

ჯგუფიჩეხეთი (2) – (1) ლიტვა 37-25, გერმანია (4) – (1) ბულგარეთი 29-15

ჯგუფი: ისლანდია (2) – (4) უნგრეთი 21-39, ბელარუსი (1) – (1) ავსტრია 34-34

ჯგუფი: სერბეთი (3) – (0) ბოსნია 34-20, ჰოლანდია (3) – (2) პორტუგალია 28-24

ჯგუფისაფრანგეთი (4) – (0) ისრაელი 44-16, სლოვენია (2) – (2) მაკედონია 26-20

ჯგუფი: პოლონეთი (2) – (4) ესპანეთი 20-23, თურქეთი (2) – (0) სლოვაკეთი 26-25

ჯგუფიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 2-7 ჯგუფებიდან – 1.

ფინალური ტურნირიაგვისტოში, რუსეთში

(უკვალიფიკაციოდ ითამაშებენ დანია, რუმინეთი, რუსეთი, შვედეთი).

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში

მეკარეები: 12. ანა ვარდიშვილი (მამული), 16. ქრისტინე ჯავახია (ფოთი), 22. მარიამ ჩაჩუა (პეგასი)

მოთამაშეები: 7. თინათინ ქიტესაშვილი (ყვარელი), 13. ქრისტინე ღვალაძე (მამული), 15. თამარ ჩოგოვაძე (პეგასი), 

17. მედეა ჩოხელი (პეგასი), 19. ანა ყველაშვილი (მამული), 23. ნინო გაგნიძე (პეგასი), 24. ჯულია ჩირგაძე 

(წყალტუბო), 31. მაია ბერიძე (პეგასი), 39. მარიკა ჯავახაძე (წყალტუბო)

მთ. მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელი ინა ჭკუასელი, გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი

ქალები. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი (გადის 2-2 გუნდი). 18-20 მარტი

რუსეთში. რუსეთი (4) – (0) მექსიკა 37-17, შვედეთი (4) – პოლონეთი (0) 30-24

დანიაში. დანია (0) – (4) მონტენეგრო 22-26, რუმინეთი (4) – (0) ურუგვაი 36-19

საფრანგეთში. საფრანგეთი (2) – ტუნისი (0) 33-15, ჰოლანდია (4) – იაპონია (2) 33-25

Leave a Reply