ნორვეგიის მეშვიდე ევროპული ტიტული

ევროპის ქალთა ჩემპიონატის ფინალში ნორვეგიამ 30-29 დაამარცხა ჰოლანდია და ტურნირის მეთორმეტე გათამაშებაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა. მესამე ადგილისთვის საფრანგეთმა მოუგო დანიას, 25-22. 

ფინალამდე გამოქვენდა ტურნირის ლაურეატების სია, სადაც ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჰოლანდიის ნაკრების გამთამაშებელი ნიკე ხროტი. დასაწყისი სწორედ მისი იყო – ხროტმა თავიდანვე დაალაგა თამაში, გაიტანა პირველი გოლი, შეასრულა 4 საგოლე გადაცემა და მე-20 წუთისთვის ჰოლანდიის უპირატესობა საკმაოდ სოლიდური იყო – 13-9.

მაგრამ ნორვეგიას ჰყავს ნორა მორკი, რომელმაც ტაიმის ბოლომდე სამჯერ გაიტანა და 30-ე წუთზე წინაც გაიყვანა თავისი გუნდი, 15-14, ოღონდ ხროტმა ზედ სირენის წინ გაათანაბრა, 15-15. ამ მომენტისთვის ნორვეგიის კარში უკვე იდგა კარი გრიმსბო, რომელიც მეექვსე ევროპულ ტიტულის უმიზნებდა.

გრიმსბოს რამდენიმე მოგერიების შემდეგ ნორვეგიამ ნელ-ნელა დაიწყო წინ გასვლა, ხოლო ხროტი დაიღალა და რამდენიმე შეცდომაც მოუვიდა. 46-ე წუთზე მას კამილა ჰერემმა ჩაუჭრა პასი და გარღვევაში გაიქცა – 26-21.  ჰოლანდიის მწვრთნელმა ჰელე თომსენმა ისევ დაიწყო შეტევაში მეკარის ნაცვლად მეშვიდე მოთამაშის დამატება და სხვაობამაც კლება იწყო. მორკმა თავისი მეთორმეტე და ნორვეგიის ბოლო გოლი დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე შეაგდო – 30-27, მაგრამ ესტავანა პოლმანის ორი დარტყმის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (29-30).  

დარჩენილი 2 წუთი იყო, ტეს ვესტერმა ოფტედალის ორი დარტყმა მოიგერია და ჰოლანდია ორჯერ წავიდა ანგარიშის გასათანაბრებლად – დასრულებამდე წუთით ადრე პოლმანს გრიმსბომ აუღო, ხოლო ბოლო შეტევისთვის ჰოლანდიელებს სულ 10 წამი ჰქონდათ. სირენამდე 4 წამით ადრე მათი კაპიტანი დანიკ სნელდერი ცხრამეტრიანს ათამაშებდა, მაგრამ ბურთი პირდაპირ ფეხში მოარტყა ხროტს და თამაშიც ასე მორჩა.

ზუსტად ერთ წელიწადში ნორვეგიამ ზედიზედ მეორე ფინალი მოუგო ჰოლანდიას (31-22, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე), ნორა მორკს კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირისა (53 გოლი) და საუკეთესო მარჯვენა ინაიდის პრიზი ერგო.

ვიდეო. ფინალის ჰაილაითები: https://www.youtube.com/watch?v=wPHHbug4fRM

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი

გოტენბურგი, 18 დეკემბერი

ფინალი. ნორვეგია – ჰოლანდია 30-29

ნორ: ს.სოლბერგი 5/19, გრიმსბო 9/24 – მორკი 17/12 (5 პენ), ფრაფიორდი 5/5, ჰერემი 5/4, არნცენი 8/3, ვაადე 2/2, კრისტიანსენი 5/2, ოფტედალი 9/2(4 პასი), კურტოვიჩი 3/0, შ. სოლბერგი, აუნე, ინგსტადი, ტომაკი (სოლაასი,  სკოგრანდი)

ჰოლ: ფისერი 16/44, იანკოვიჩი 0/2 – სნელდერი 6/6, ხროტი 8/5 (6 პასი), პოლმანი 9/4, ვან დერ ჰაიდენი 4/3, აბინგჰი 5/3,  ბროკი 2/2, ხოოსი 2/2, ვან ოლფენი 3/2, მალეშტაინი 2/1, ფისერი 3/1, ბონტი 3/0, დულფერი, კნიპენბორგი, კრამერი

მსაჯები: ალფაიძე/ბერეზკინა (რუს)

3 ადგილისთვის. საფრანგეთი – დანია 25-22

საფ: ლეინო 10/19, გლოზერი 8/21 – ნზემინკო 5, დემბელე 4, ნიომბლა 3, ლაკრაბერი 3, კოლჩინსკი 3, უეტი 2, ნიაბუიუ 1, ლანდრი 1, ზაადი 1, პინო, აილიონი, ედვიჟი, ფლიპი (ჰორაჩეკი)

დან: ტოფტი 12/35, რაინჰარდტი 0/1 – იორგენსენი 6, დორნონვილი 3, ოსტერგორი 3, ტრანბორგი 2, ფისკერი 2, ჰაინდალი 2, ბოდჰოლტი 1, ოკელსი 1, გრიგელი 1, ვოლერი 1, ჰანსენი, ჰაუგსტედი, სპელერგერგი (კრისტიანსენი)

კლასიფიკაცია: 1. ნორვეგია 2. ჰოლანდია 3. საფრანგეთი 4. დანია 5. რუმინეთი 6. გერმანია 7. რუსეთი 8. შვედეთი 9. სერბეთი 10. ჩეხეთი 11. ესპანეთი 12. უნგრეთი 13. მონტენეგრო 14. სლოვენია 15. პოლონეთი 16. ხორვატია

საუკეთესო მოთამაშეები: GK სანდრა ტოფტი (დან) LW კამილა ჰერემი (ნორ) LB ქრისტინა ნიაგუ (რუმ) CB კორნელია ხროტი (ჰოლ) P ივეტ ბროკი (ჰოლ) RB ნორა მორკი (ნორ) RW კარმენ მარტინი (ესპ) საუკეთესო მცველი ბეატრის ედვიჟი (საფ) MVP კორნელია ხროტი (ჰოლ) ბომბარდირი – ნორა მორკი 53 გოლი

ვიდეო. საუკეთესო მოთამაშეები: https://www.youtube.com/watch?v=88O_AuCxGS0

გოლი+პასი: ნორა მორკი, ნორ 53+37=90, სტინე იორგენსენი, დან 47+39=86, ქრისტინა ნიაგუ, რუმ 46+32=78, კორნელია ხროტი, ჰოლ 35+36=71,  ანიტა გორბიცი, უნგ 23+39=62, ესტავანა პოლმანი, ჰოლ 39+21=60, ესტელ ნზემინკო, საფ 35+30=60, იზაბელ გულდენი, შვდ 41+23=54, მიხაელა ჰრბკოვა, ჩეხ 30+22=52, ვერონიკა კრისტიანსენი, ნორ 28+24=52, ივეტა ლუზუმოვა, ჩეხ 19+33=52, სტინე ოფტედალი, ნორ 20+31=51, მეტე ტრანბორგი, დან 24+27=51

ევროპის ქალთა ჩემპიონატის პრიზიორები

1994 (გერმანიაში) 1. დანია 2. გერმანია 3. ნორვეგია 4. უნგრეთი

1996 (დანიაში) 1. დანია 2. ნორვეგია 3, ავსტრია 4. გერმანია

1998 (ჰოლანდიაში) 1. ნორვეგია 2. დანია 3. უნგრეთი 4. ავსტრია

2000 (რუმინეთში) 1. უნგრეთი 2. უკრაინა 3. რუსეთი 4. რუმინეთი

2002 (დანიაში) 1. დანია 2. ნორვეგია 3. საფრანგეთი 4. რუსეთი

2004 (უნგრეთში) 1. ნორვეგია 2. დანია 3. უნგრეთი 4. რუსეთი

2006 (შვედეთში) 1. ნორვეგია 2. რუსეთი 3. საფრანგეთი 4. გერმანია

2008 (მაკედონიაში) 1. ნორვეგია 2. ესპანეთი 3. რუსეთი 4. გერმანია

2010 (დანია/ნორვეგია) 1. ნორვეგია 2. შვედეთი 3. რუმინეთი 4. დანია

2012 (სერბეთი) 1. მონტენეგრო 2. ნორვეგია 3. უნგრეთი 4. სერბეთი

2014 (ხორვატია/უნგრეთი) 1, ნორვეგია 2. ესპანეთი 3. შვედეთი 4. მონტენეგრო

2016 (შვედეთში) 1. ნორვეგია 2. ჰოლანდია 3. საფრანგეთი 4. დანია

მსოფლიო ჩემპიონატი 2017 (დეკემბერი, გერმანია). 24  გუნდი: გერმანია (მასპინძელი), ნორვეგია (მსოფლიო ჩემპიონი), ჰოლანდია, საფრანგეთი, დანია (ევროპა), ანგოლა, კამერუნი, ტუნისი (აფრიკა), აზია (3), ამერიკა (3), (1 ვაილდკარდი) – 9 მონაწილე გამოვლინდება ევროპის პლეიოფში, 2017 წლის ივნისში: მონტენეგრო-ბელარუსი,  იტალია-სერბეთი, რუსეთი-პოლონეთი, უნგრეთი-სლოვაკეთი, რუმინეთი-ავსტრია, უკრაინა-ესპანეთი, ხორვატია-სლოვენია, ჩეხეთი-თურქეთი, მაკედონია-შვედეთი

Leave a Reply